თითოეულ ადამიანს თვისებების ინდივიდუალური ნაკრები აქვს – როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. შეძენილი შეიძლება ბევრი ნიშან-თვისება იყოს, თუნდაც სოციალური გარემოდან გამომდინარე, ამიტომ ამჟამად თითოეულ ნიშანში მხოლოდ თანდაყოლილ ძირითად ნაკლოვანებებზე გავამახვილებთ ყურადღებას. იმასაც აღვნიშნავთ, რომ ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ტიპური წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, რომლებიც გამთენიისას დაიბადნენ.
ვერძი
ვერძი არის მეტისმეტად მოუთმენელი, თავდაჯერებული და ხშირად არსებული მომენტის სტიმულით მოქმედებს. ეს პირდაპირი ნიშანი გაოცებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ მას ატყუებენ – ჩვეულებრივ, ვერძი ხალხისგან ბინძურ ხრიკს არ ელის. გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჩვევად აქვთ, ყველაფერი ბოლო მომენტამდე გადადონ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ვერძი შესანიშნავ გადაწყვეტილებებს იღებს რაიმე ზეწოლოს პირობებშიც კი, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში.
კურო
კუროს ყველაზე დიდი ნაკლი აშკარა სიზარმაცეა. მას შეუძლია გეგმების შედგენა დიდი ხნის განმავლობაში და მერე გადადება, ცრუ იმედების მიცემა. დიდი ამპარტავნება ხელს უშლის კუროს, ეს რომ გაიგოს: მიაჩნია, რომ გარშემო მყოფებს მის გარეშე არ შეუძლიათ, ამიტომ საქმის დაწყებას არ ჩქარობს.
ტყუპი
მოლაპარაკე ტყუპების შეჩერება თითქმის შეუძლებელია – ამ ნიშნის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, განგაიარაღებენ თავიანთი კომუნიკაბელურობით (რაც ზოგჯერ ხელს უშლის მათ მიზნების მიღწევაში). გარდა ამისა, ისინი საკმაოდ ზარმაცები არიან.
კირჩხიბი
კირჩხიბი ცხოვრობს პრინციპით „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი – უკან“. გარდა ამისა, იმდენად ფრთხილია, რომ ურჩევნია კომფორტის ზონა არ დატოვოს.
ლომი
ამ ნიშნის უსაზღვრო ეგოიზმი ქედმაღლობას ესაზღვრება: ლომი თავს, ფაქტობრივად, ყველაფერში, საუკეთესოდ თვლის. მასთან შეჯიბრი რთულია, ჩხუბი და კამათი კი – უსარგებლო. ვინც ლომს არ ეთანხმება, უმჯობესია ჩუმად განზე გადგეს.
ქალწული
როდესაც ქალწულს პირველად შეხვდებით, ფიქრობთ, რომ თქვენ წინაშე საოცარი თავაზიანობა და მომხიბვლელობაა, თუმცა შეიძლება ყველაფერი რამდენიმე წამში შეიცვალოს: თუ ქალწული თქვენში მტერს დაინახავს, არ გაჩერდება, სანამ არ გაგანადგურებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, კარგად და დიდხანს შეინიღბონ, დამალონ თავიანთი ზრახვები.
სასწორი
სასწორებისთვის განწყობის ცვალებადობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ შეუძლიათ მოულოდნელად აენთონ საინტერესო იდეით და დაიწყონ კიდეც მისი განხორციელება, მაგრამ შემდეგ უეცრად დაკარგონ ინტერესი მის მიმართ და სამუდამოდ დაივიწყონ. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ნიშნის წარმომადგენლებს პარტნიორის მოტყუებაც შეუძლიათ, თუმცა არ თვლიან, რომ ვიღაცას რაიმე ცუდს უკეთებენ. ისინი თავიანთ ნაკლოვანებებს წარმოუდგენელი ხიბლით ავსებენ.
მორიელი
ამ ნიშანმა ინტრიგების სიყვარული დაამტკიცა: კარიერული წინსვლისთვის შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. მორიელები ცბიერები და შურისმაძიებლები არიან, იშვიათად ენდობიან ადამიანებს და შეიძლება შური იძიონ მოწინააღმდეგეებზე.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ემოციების შეკავება არ შეუძლიათ, ამიტომ ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე კონფლიქტის ეპიცენტრში და მტრებს იძენენ. თუ მშვილდოსანს რაიმე არ მოსწონს, ის ამაზე პირდაპირ ლაპარაკობს და მორიდებაა აზრადაც არ მოსდის.
თხის რქა
თხის რქა თავშეკავებული და ჩაკეტილი ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც ძნელია ახალ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება. დიდ კომპანიაშუი იგი თავს არაკომფორტულად გრძნობს, ურჩევნია ახლო წრეში, „რჩეულებთან“ ჰქონდეს ურთიერთობა.
მერწყული
მერწყულს ოპტიმიზმს ხშირად შური სძენს. ისინი გამუდმებით იტაცებენ ახალ იდეებს და სურთ მათი განხორციელება, მაგრამ წარმატებისკენ სწრაფვისას ხშირად ივიწყებენ საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ყურადღების ნაკლებობას განიცდიან.
თევზები
თევზები იმდენად ღრმად არიან ჩაძირულები საკუთარი ფანტაზიების სამყაროში, რომ ნაკლებად რეაგირებენ გარე სტიმულებზე. ისინი გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებენ სხვებს, რასაც თითქმის ვერავინ აკმაყოფილებს. ეს ზოგჯერ აუტანელს ხდის ამ ნიშნის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას.
მასალის გამოყენების პირობები