ფეხსაცმელი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

0
185
#post_seo_title

გიფიქრიათ, რატომ ირჩევს ზოგიერთი მაღალქუსლიან, დახვეწილ ფეხსაცმელს მაშინ, როცა ზოგი უპირატესობას ე.წ. “ბალერინებს” ან სულაც სპორტულ კედებს ანიჭებს? ჰოდა, როგორც გაირკვა ამ ყველაფერში ზოდიაქოს ნიშანი და მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხებია “დამნაშავე”:

ვერძი ქალები აქტიურ, დინამიკურ ცხოვრებას ეწევიან. ამიტომ, მათთვის ფეხსაცმელი პრაქტიკული და მოსახერხებელი უნდა იყოს პირველ რიგში. ისინი უპირატესობას ანიჭებენ საშუალო სისქისა და სიმაღლის ქუსლს, მოხერხებულ კალაპოტს და ფეხსაცმლის მარტივ სტრუქტურას – ყოველგვარი თასმების, ელვა-შესაკრავების და ა.შ. გარეშე.

კურო ქალები გრაციოზულები და დინჯები არიან. მათზე ძალიან მოქმედებს მასშტაბურობა. შესაბამისად, ხშირად აჩერებენ არჩევანს მასიური ძირის მქონე ფეხსაცმელზე ე.წ. “პლატფორმაზე”. გარდა ამისა, მათ კლასიკური “შპილკიც” არანაკლებ მოსწონთ და იხდენენ.

ტყუპი მოძრავი, ბავშვური და არაპროგნოზირებადი ქალების ნიშანია. ასეთ ქალს ხშირად მოსწონს ფერადი, არასტანდარტული დიზაინის, პეპლებით ან ყვავილებით გაფორმებული ფეხსაცმელი. ბევრი მათგანი ანიჭებს უპირატესობას სანდლებსა და სპორტულ კედებს, თუნდაც ოფიციალურ სამოსთან შეხამებისას.

კირჩხიბი ქალური, დახვეწილი და მომხიბვლელია. ასეთ ქალებს მოსწონთ საკუთარი ქალურობის ხაზგასმა და წარმოჩენა. ისინი იდეალურად ირგებენ დახვეწილ, კლასიკური სტილის მაღალქუსლიან “ნავებს” ან სხვა ტიპის, მოდურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც ფეხს ვიზუალურად უფრო ლამაზსა და მოხდენილს ხდის.

ლომი ქალები ეპატაჟის მოყვარული ინდივიდები არიან. მათთვის აუცილებელია ფეხსაცმელი, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებაში იბრწყინოს. ამიტომაც ანიჭებენ ისინი უპირატესობას ოქროსფერ, ვერცხლისფერ, ბეწვით ან მბრწყინავი ფაქტურით გაწყობილ ფეხსაცმელებს – აუცილებლად ქუსლზე და ხშირად პლატფორმით.

ქალწულებს მინიმალიზმი და ხარისხი უყვართ ყველაფერში, მათ შორის ჩაცმულობაშიც. ამიტომ ბევრი ქალწული აქცევს მაქსიმალურ ყურადღებას იმას თუ რა მასალისგან და რამდენად კარგადაა შეკერილი ფეხსაცმელი. მათთვის კომფორტული ფეხსაცმელებია მისაღები. ხშირად ირჩევენ ე.წ. “ბალერინებს”, დაბალძირიან ბათინკებს ან ჩექმებს.

სასწორისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფეხსაცმლის არჩევისას არის მისი ვიზუალური დახვეწილობა და ფერი. ამიტომ ბევრი სასწორი ანიჭებს უპირატესობას ფეხსაცმელს ბაფთებით ან ფერადი თასმით. სადა და უხეში სტილის ფეხსაცმელების ტარება სასწორის სტილი არაა. გაგრძელება

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ ავარჩიოთ საფულის ფერი, რომ თანხა მიიზიდოს