ვერძი
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. იყავით მშვიდად, სირთულეები მალე დალაგდება. პირად ურთიერთობებში, აქტიური პოზიციისა და ინიციატივის გამოჩენას დღეს არ გირჩევთ.
კურო
დიპლომატია და მოთმინების უნარი, დღეს, ძალიან გამოგადგებათ და პირად ურთიერთობაში წარმატებასაც მოგიტანთ. გადაანაწილეთ დღე მნიშვნელოვან საოჯახო საქმეებზე.
ტყუპები
ქაოტური დღეა, შესაძლოა შფოთმა შეგიპყროთ, მიიღეთ დამამშვიდებელი ჩაი, გამოიყენეთ არომათერაპია, დატკბით ახლობელი ადამიანების გარემოცვით.
კირჩხიბი
დაიწყეთ დღე პოზიტივით, მხიარული ამბების გაზიარებით, ამგვარად , საკუთარ განწყობასაც გაიუმჯობესებთ და დღეც უფრო ბედნიერად ჩაივლის.
ლომი
ფერადი და მოვლენებით დახუნძლული დღეა, ამაღლებული განწყობა და იუმორი ნებისმიერ საკითხში დაალაგებს ყველაზე რთულ სიტუაციებსაც კი. მთავარია, ზღვარს არ გადახვიდეთ, დაიცავით ზომიერება.
ქალწული
დღეს, მიიღებთ შედეგებს იმ გაჭიანურებული საქმეებიდან, რომელიც აღარც გახსოვდათ. ნაყოფიერი დღეა. იყავით დაკვირვებული და დააფასეთ საკუთარი თავი. ნუ ჩაერთვებით გარჩევებსა და დისკუსიებში.
სასწორი
მეტად დაისვენეთ, ნუ გადაიღლებით, შემოიფარგლეთ წვრილმანი საქმეებით. ახლა ენერგიის აღდგენა და მოშვება უფრო გჭირდებათ.
მორიელი
გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის შეგრძნებები, რა გახარებდათ, რა გსიამოვნებდათ, მხოლოდ ვალდებულებების შესრულებასა და სხვების სიამოვნებაზე ნუ იქნებით ორიენტირებული, ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს.
მშვილდოსანი
კარგი დღეა, ყველაფრის გასაანალიზებლად. შეძლებთ, სწორი დასკვნები გამოიტანოთ არსებული სიტუაციებიდან და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
თხის რქა
ნუ განმარტოვდებით, მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, განსაკუთრებით სარგებლიანია ბავშვებთან კომუნიკაცია, ისინი თქვენს ცხოვრებაში ახალ მუხტს და სინათლეს შემოიტანენ.
მერწყული
მიეცით გარშემომყოფებს საშუალება, იზრუნონ თქვენზე, იმაზე, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. მოდუნდით, მიენდეთ სამყაროს, მიჰყევით დროის დინებას.
თევზები
გამოიჩინეთ მეტი კეთილგონიერება, ნუ ჩაერევით დაპირისპირებასა და კამათში. მეტი დრო გაატარეთ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები