10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
327

ვერძი

გააანალიზეთ განვლილი პერიოდი თავისი შედეგებით. კარგი იქნება, თუ მშვიდ გარემოში გაატარებთ საღამოს, მნიშვნელოვანი კვირა იწყება, ამიტომ, დაისვენეთ.

კურო

აქტიური დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ხვალიდან მნიშვნელოვანი კვირა იწყება.

ტყუპები

ფერადი მოვლენებით დახუნძლული დღეა. იყავით წინდახედული, შესაძლოა ვერ შეასრულოთ მნიშვნელოვანი დაპირება. სერიოზულ საკითხების გადაჭრაც ნუ იჩქარებთ.

კირჩხიბი

თავდაჯერბულობა და მტკიცე ხასიათი! სწორედ ეს თვისებები გჭირდებათ ახლა, რათა იზეიმოთ გამარჯვება. ნუ ჩაიკეტებით სახლში, კარგია აქტიური დასვენება.

ლომი

დიდია იმის შანსი, რომ გაფართოვდეს თქვენი გავლენისა და მოქმედების სფერო, ამაში დაგეხმარებიან ძველი და ახალი თანამოაზრეები. მოიწვიეთ მეგობრები სახლში და გაერთეთ.

ქალწული

შესაძლოა, დღეიდან გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. მოემზადეთ კარიერული წინსვლისთვის. ახალი სფეროების ან ტექნოლოგიების ათვისება ახლა მეტად შედეგიანია, თქვენი პრაქტიკულობა და შრომისმოყვარეობაც უფრო გამოხატულია.

სასწორი

შეეცადეთ, აღადგინოთ ძველი მეგობრული კავშირები და ურთიერთობები, საქმიანი კონტაქტები, რათა დადებითად გადაჭრათ ნებისმიერი პრაქტიკული ამოცანა.

მორიელი

შესაძლოა, გავლენიანი ნაცნობები და მფარველებიც შეიძინოთ. უარი არ თქვათ აქტიურ დასვენებაზე.

მშილდოსანი

თქვენი შეუპოვრობა დაგეხმარებათ გაუგებრობების გადალახვასა და ოჯახის წევრებთან დაპირისპირების თავიდან აცილებაში.

თხის რქა

მოაწესრიგეთ გარემო, შეცვალეთ სახლის დიზაინი, საღამოს კი დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

მერწყული

სასურველია, გამოიყენოთ მომენტი და იზრუნოთ ფინანსურ მოგებაზე, თქვენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ უქმე დღეა.

თევზები

ნუ იქნებით სხვების იმედად, დარწმუნებული იყავით რომ საკუთარი ძალებითაც მშვენივრად გაართმევთ თავს პრობლემებსა თუ სირთულეებს, გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და მოქნილობა. დაისვენეთ, სამუშაო კვირის დასაწყისში ეს აუცილებელია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze