15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
102

ვერძი

დროა, გადაწყვიტოთ რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და მხოლოდ ამით დაკავდეთ. ეცადეთ, არჩევანი მოგებიან და პერსპექტიულ საქმეზე შეაჩეროთ.

კურო

დაძაბული დღეა. უამრავი საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ნურც დასვენების შესახებ დაივიწყებთ. ეცადეთ, სასიამოვნო სასარგებლოსთან შეათავსოთ და პერიოდულად, განტვირთვის დღეები თუ წუთები მოიწყოთ.

ტყუპები

დროა დაპაუზებული საქმეების დასრულებას შეუდგეთ და აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ .

კირჩხიბი

ეცადეთ, დილიდან აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის განეწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ რთული პრობლემის გადაჭრაში და მოგებიანი შეთავაზებების მიღებაში სწორედ აქტიურობა დაგეხმარებათ.

ლომი

დღის გეგმები შეიძლება სულ ბოლო წუთს შეიცვალოს, მაგრამ ეს ნერვიულობის და უკან დახევის მიზეზი არ გახლავთ. მოგვიანებით მიხვდებით, რომ ახალი გარემოებების წყალობით ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდით.

ქალწული

მიმდინარე საქმეებიდან ყურადღება იმ საქმეზე გაამახვილეთ, რომელსაც ფინანსური შემოსავლის მოტანა შეუძლია. წინდახედულობა და გონივრული მიდგომა კეთილდღეობას და პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ. ამ

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. დროა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ეცადეთ, პირადი ცხოვრებისა და გართობისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი

შეგიძლიათ ბრწყინვალე შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელიც ახლახან აღმოაჩინეთ. გირჩევთ თქვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს დააკვირდეთ და კარიერული წინსვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მშვილდოსანი

ადამიანი, რომელსაც დღეს დაეხმარებით, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გააძლიერეთ იმუნური სისტემა.

თხის რქა

მშვიდი და თანმიმდევრული მუშაობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ პრინციპებზე უარის თქმა მოგიწიოთ.

მერწყული

გირჩევთ, ეს დღე სახლისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებას და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ. სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოებისთვის არახელსაყრელი დროა, თუმცა ინტერიერის მცირეოდენი შეცვლა და ავეჯის გადაადგილება სასარგებლო იქნება.

თევზები

ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას და გვიანობამდე მუშაობას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, გართობისა და სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო გამონახოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze