16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

0
1

ვერძი

ამბიციების შემოტევას ვერ გაექცევით, შეეცადეთ, ნაკლებად გააღიზიანოთ ახლობლები. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის.

კურო

ყველაფერი მეტად მოსაწყენად და ერთფეროვნად გეჩვენებათ. შეეცადეთ, რაიმე შეცვალოთ, გადით ბუნებაში, შეცვალეთ გარემო და აუცილებლად გადაერთეთ პოზიტივზე, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, მოიცილეთ აბეზარი ფიქრები.

ტყუპები

შეეცადეთ, ყველას დაანახოთ თქვენი მტკიცე ხასიათი და არ დათანხმდეთ სათადარიგო როლს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს იდეებს მიითვისებენ.

კირჩხიბი

იმოქმედეთ სწრაფად და თავდაჯერებულად. მოიკრიბეთ ნებისყოფა და აიღეთ სტარტი, ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას. დღეს შეგიძლიათ, ბევრი კარგი რამ გააკეთოთ.

ლომი

მოერიდეთ ჯგუფურ საქმიანობას და აკეთეთ ის, რაზედაც მხოლოდ თვითონ ხართ პასუხისმგებელი. ამ დღეს სწორი გადაწყვეტილებაა აქტიური დასვენება.

ქალწული

დღეს შანსი გექნებათ, წარმატებით გაართვათ ყველაფერს. საჭირო ადამიანების თანადგომით, ყველაფერს საუკეთესოდ განახორციელებთ.

სასწორი

მშვიდად და მტკიცედ შეხვდით ნებისმიერ გამოხდომას. დაისვენეთ და გაერთეთ ოჯახურ, ან მეგობრულ გარემოში.

მორიელი

ნუ იქნებით ორიენტირებული სწრაფ შედეგებზე, ნუ იჩქარებთ, მოთმინებითა და მშვიდი ნაბიჯებით, შეძლებთ, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე. ამ დღეს, კარგია, ოჯახურ გარემოში ყოფნა.

მშვილდოსანი

მოულოდნელად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, პრობლემა შეგიქმნათ. იყავით ტაქტიანი და წინდახედული, გაცხარება არ წაგადგებათ.

თხის რქა

დღეს, მარტივია ურთიერთგაგების მიღწევა როგორც პირად, ისე ნებისმიერ სფეროში, იყავით ორგანიზებული და საუკეთესო შედეგებს მიიღებთ. ირგვლივ მყოფთა დახმარებით, შეძლებთ თქვენი მიზნების რეალიზებას.

მერწყული

ყოველგვარი ეჭვი მოიშორეთ გონებიდან და მეტად ენდეთ საკუთარ თავს, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა ხელს შეგიწყობთ ნებისმიერ საქმეში.

თევზები

მშვენიერი, დადებითი ემოციებით აღსავსე დღეა. ენთუზიაზმითა და სასიამოვნო განწყობით მზად ხართ, ყველას დასახმარებლად, გარშემომყოფნი კი თქვენი მისამართით არ იშურებენ კომპლიმენტებსა და საქებარ სიტყვებს.

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი