16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
11

ვერძი

შესაძლოა, დღეს სხვადასხვა საკითხების მოგვარება ერთდროულად მოგიწიოთ. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. ერთბაშად, რამდენიმე საქმის კეთება, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.

კურო

ცვლილებებისთვის კარგი დროა, შესაძლოა, კარიერულადაც წინ წახვიდეთ, თუმცა, სასურველია, გარკვეული პერიოდი, ამის შესახებ არავის მოუყვეთ.

ტყუპები

ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ გადატვირთვა. ნუ შეიზღუდავთ თავს, გაერთეთ,  განეწყვეთ ოპტიმისტურად, შეინარჩუნეთ სულიერი მხნეობა და ყველაფერი დალაგდება.

კირჩხიბი

თუ სამართლიანად იმოქმედებთ, იქნებით გულისხმიერი და მოწესრიგებული, ვერავითარი წინააღმდეგობა, თუ დაბრკოლება თქვენს საქმიანობაზე ცუდ გავლენას ვერ მოახდენს.

ლომი

კარგად დააკვირდით შექმნილ ვითარებას, გააანალიზეთ წარსული და მიმდინარე მოვლენები, ასე დაზოგავთ ძალასა და ენერგიას, ხოლო საქმეებს სწრაფად, მოკლე დროში და ნაყოფიერად დაასრულებთ.

ქალწული

შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს, ან თავად შეცვალოთ დამოკიდებულება სამსახურთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მშვიდად მიიღეთ.

სასწორი

მოერიდეთ ხელმძღვანელ პირებთან კამათსა და გარჩევებს, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით, შეეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ.

მორიელი

დღეს შეძლებთ, სწორად განსაზღვროთ ცხოვრებაში თქვენი ადგილი და მიხვდებით, რა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იმისათვის, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი შეხვედრები, ნაცნობობა და მოგზაურობა ძალიან ბევრის მომტანი და წარმატებული იქნება. თქვენი შრომა და ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის.

თხის რქა

დღეს დილით თხის რქები პესიმისტები იქნებიან, მაგრამ არა უიღბლოები. ენდეთ ინტუიციას, ეს სარგებელს მოგიტანთ. იმისთვის, რომ არ მიიღოთ იმედგაცრუება, მიღებული წესებით იმოქმედეთ.

მერწყული

ნუ იტვირთავთ სხვის პასუხისმგებლობას და აკონტროლეთ თქვენი ქმედებები, ერიდეთ კამათსა და ინტრიგებს. ეცადეთ, კორექტულად მოაგვაროთ გაუგებრობები.

თევზები

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და სანამ რამეს იტყვით, დარწმუნდით, რომ თქვენს ნათქვამს სწორად გაიგებენ.

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი