19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

0
273

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

არ ღირს დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კბილების, მუხლების და სახსრების სამკურნალოდ. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. მოერიდეთ ხორციანი კერძების და ბიოდანამატებით მდიდარი პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, მარგალიტი, ამეთვისტო, ოპალი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ