ვერძი: დაასრულეთ დაგროვილი დავალებები და გადაიხადეთ დავალიანებები. ახალგაზრდა ნაცნობები მომავალში გამოგადგებათ, ამიტომ შეხვედრებზე უარს ნუ იტყვით.
კურო: კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასალაგებლად და გრძნობებზე სასაუბროდ. ნუ მისცემთ მოვლენებს თავისით განვითარების საშუალებას, აკონტროლეთ სიტუაცია და ნაკლებად გააკრიტიკეთ სხვები.
ტყუპი: იყავით ყურადღებით და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, რათა შეცდომები აირიდოთ. დავალებების შესრულება მარტოს უფრო სწრაფად გამოგივათ.
კირჩხიბი: გაატარეთ დღე აქტიურად და მოაგვარეთ გადაუდებელი საკითხები. ენერგიის მაღალი დონე და პოზიტიური განწყობა რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ლომი: დღეს საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რომელთა განხორციელებასაც მალე შეძლებთ. მეტი ურთიერთობა გქონდეთ საინტერესო ადამიანებთან, რომლებიც შთაგაგონებენ.
ქალწული: მოაგვარეთ დაგროვილი ყოველდღიური პრობლემები. დაგეგმეთ დღე ისე, რომ არაფერი გამოგრჩეთ და დროულად დაასრულოთ ყველაფერი. ოჯახის წევრების დახმარება არ მოგერიდოთ.
სასწორი: დაუთმეთ დღე დასვენებას და სასიამოვნო საქმიანობას. ბოლო დროს ბევრი იმუშავეთ, ამიტომ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთეთ.
მორიელი: დღეს მოსალოდნელია დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ. გამოიყენეთ ახალი იდეები და შეცვალეთ ძველი მეთოდები, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. მოემზადეთ შემოქმედებითი წინსვლისთვის.
მშვილდოსანი: დღეს დინამიკური და ენერგიული დღე გელით. ვარსკვლავები მოგანიჭებენ ძლიერ ნებისყოფას, სწრაფ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს. თუმცა, მოერიდეთ გადატვირთვას და დაისვენეთ.
თხის რქა: დღეს შესაძლოა ფინანსურ საკითხებში გაუმჯობესება იგრძნოთ. გამოიჩინეთ შრომისუნარიანობა და მოთმინება. მოერიდეთ გადატვირთვას და მიეცით თავს დასვენების საშუალება.
მერწყული: ეს პერიოდი საშუალებას გაძლევთ, უფრო თავისუფლად და მშვიდად იგრძნოთ თავი. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების სიო დაუბერავს. მეტი წარმატების მიღწევის საშუალება გაქვთ.
თევზები: გაქვთ შესაძლებლობა, მეტად შემოქმედებითი გახდეთ. ეს პერიოდი საშუალებას გაძლევთ, არაერთი პროექტის განხორციელება და პრობლემის მოგვარება. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დრო.





