21 ოქტომბრის ახალმთვარეობა და გავლენა, ვინ უნდა იყოს ფრთხილად?! ხათუნა ნოელის განმარტება

0
12
#post_seo_title

21 ოქტომბერს ახალმთვარეობაა – ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს პერიოდია ახალი დასაწყისებისთვის, შინაგანი განახლებისა და მიზნების დასახვისთვის.

ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

ახალმთვარეობას სულ აქვს ორი კვირა, რა დროსაც უნდა შეიცვალოს რაღაც და მოახდინოს გავლენა. ახალმთვარეობა გვექნება სასწორის ღერძის 21-ე გრადუსზე, ეს არის კრიტიკული და ცოტა რთული გრადუსი.

21 ოქტომბრის ახალმთვარეობას მოაქვს განახლების, განწმენდის და განზრახვების ჩამოყალიბების ენერგია. ეს არის დრო, როცა ძველი ტვირთის დატოვება და ახალი კარის გაღება შეგვიძლია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მზადაა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

ახალი მთვარის შემდეგ მთვარე მიდის ზრდაში, რაც საუკეთესო დროა რაღაცის დასრულებისა და ახლის მოზიდვისთვის. გააქტიურდება სასწორის ენერგია და ისეთი თემები, როგორიცაა ბალანსი, ჰარმონია და სამართლიანობის აღდგენა. პლუტონისა და იუპიტერის დაძაბული ასპექტების გამო, სამწუხაროდ, წინ არცთუ მარტივი პერიოდი გველოდება.

ასევე, გადაიხედება საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები, გაფორმდება ახალი კავშირები, ძალაში შევა ახალი შეთანხმებები, დოკუმენტებსაც მოეწერება ხელი, რაც საზოგადოებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. შესაძლოა, რომ რაღაც ხმაურიანი სასამართლო განხილვების მოწმეები გავხდეთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე.

რატომ გამოვყავი ახლა ეს ახალმთვარეობა? იმიტომ, რომ მოდის შეერთებაში უძრავ ვარსკვლავ „იზართან“, რაც სახელგანთქმული არაა, მაგრამ საინტერესო დატვირთვა აქვს ამ ვარსკვლავს. იუპიტერთან შეერთება ამ ვარსკვლავზე ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელს, რაც ზრდისა და გაფართოების სიმბოლოა.

გააჩნია, ნატალურ რუკაში როგორ იყენებს ადამიანი ამ „იზარს“. ეს არის ორი ვარსკვლავისგან შემდგარი ერთობლიობა, მჭიდროდ მდგომი. საბოლოოდ კი თანამედროვე ასტროლოგებმა და ასტრონომებმა მისი სამმაგობა დაადგინეს, ანუ არის ორი გზა და კიდევ მესამე რაღაც… რა არის „იზარი“ და სად მდებარეობს? ეს არის სასწორის ბოლო გრადუსზე მდებარე ე.წ. მენახირის თანავარსკვლავედი. ეს მენახირე უბრალო არ გეგონოთ – ეს არის ძალიან უცნაური არსება.

ის არ მწყემსავს ცხვრებს, არამედ დათვებს და სავარაუდოდ ფლობს უჩვეულო, ზებუნებრივ ძალებს. „მას ძალუძს პირველწყობილებაში წესრიგის შემოტანა, მათი მორჯულება, რომლებიც არ ესმით, რომ გადარჩენა სჭირდებათ“, – ასე აქვს ახსნილი ამ თანავარსკვლავედის ფუნქცია პტოლემეუსს.

READ  როგორ უნდა მოიზიდოთ მარტივად გამდიდრების ენერგია

ასევე, მას შეუძლია ადამიანი გაიყვანოს დიდების გზაზე და ისეთ ფიგურებს წამოსწევს ცხოვრების სცენაზე, რომლებიც მიმდინარე ქაოტურ პროცესებში წესრიგის დამყარებაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ზოგადად, გრადუსების გარკვეული ნაწილი მზის დაქვემდებარებაშია, ზოგი მერკურის, ზოგი კი მთვარისა და სხვა პლანეტების ქვეშ. სასწორის 29-ე გრადუსი არის მზის დაბნელების გრადუსი, ის მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც საქმიან ურთიერთობებში დაცვა და თანაც უკიდურესი დაცვა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დანაკარგები სერიოზული იქნება.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi