ვერძი
დღე ვერძს შეახსენებს ჯანმრთელობის მნიშვნელობას. გადით ბუნებაში, მოინახულეთ მეგობრები. ეს დღე გამოიყენეთ აქტიური დასვენებისთვის.
კურო
კურო არ უნდა იჯდეს უსაქმოდ, ზარმაც კუროსაც კი ვარსკვლავებიც შანსს აძლევენ, ნაწილობრივ დაეწიონ ხელიდან გაშვებულ წარმატების გზას.
ტყუპები
დღეს, ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ დაივიწყონ სიზარმაცე და შეეცადონ, დაასრულონ გადაუდებელი სამუშაო: ეს არის ენერგიის უფრო პროდუქტიული გამოყენება, ვიდრე მუდმივი ნერვიულობა, ან მწვავე პირადი კონფლიქტი. ღირს დასუფთავების, რემონტის, საყოფაცხოვრებო პროცესის დასრულება, უსაფრთხოების სისტემის დაყენება. თუნდაც უმცირეს დეტალებში, მიზანშეწონილია, არ დაივიწყოთ უსაფრთხოება.
კირჩხიბი
კირჩხიბებისგან დღე მოითხოვს პრაქტიკულობას, მობილობას, დეტალებისადმი ყურადღებას. დღეს, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ გუშინდელი განწყობის ტალღაზე. არ არის გამორიცხული გადაუდებელი მოგზაურობა. ეს არის სწორი დრო მიაკითხოთ ჯანდაცვის სტრუქტურას.
ლომი
დღეს, ვარსკვლავები ლომს ურჩევენ, არ დაიწყოს ახალი დავალებების შესრულება, არამედ, სასწრაფოდ დაალაგოს ახლო წარსულის მოუგვარებელი საკითხები. ღირს, ფრთხილად იყოთ და გაურკვეველ სიტუაციაში გაერკვეთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებრობა მოგვიანებით იქნება ფართომასშტაბიანი. არასასურველია, ამ დღისთვის რომანტიკის დაგეგმვა.
ქალწული
დღეს, მიუხედავად უქმე დღისა, ქალწულებს აქვთ დატვირთული დღე, ბევრი რამ არის დამოკიდებული მათ ენერგიაზე, უნარზე, გამბედაობაზე, სისწრაფეზე. შესაძლებელია აგრესია, ნერვიულობა, ზედმეტი მუშაობა.
სასწორი
ბევრ სასწორს მოუწევს, გაუმკლავდეს თავიანთი საქმეების შინაგან მხარეს, რაც მათ არ შეუძლიათ, ან არ სურთ აჩვენონ გარე პირებს. დაბნეულობის გამო, ჩხუბი გარშემომყოფებთან არ არის გამორიცხული.
მორიელი
მორიელებმა არ უნდა დაიწყონ ახალი დავალებების შესრულება, თუ ძველები არ დაასრულეს. დღე შესაფერისია პირადი ინტერესებისთვის, მაგრამ არანაკლებ ეფექტურია, თუ ჩართული ხართ გუნდურ პროექტში. როგორც ლიდერმა ან რიგითმა , შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა იმ საქმეში, რომელიც უკვე იცით.
მშვილდოსანი
დღეს, მშვილდოსანი შემოწმდება მოხერხებულობაზე, ან გამბედაობაზე, რომლის გარეშეც ძნელია მიზნის მიღწევა. უნდა გვახსოვდეს უსაფრთხოების ზომები . არ ღირს, დაიწყოთ ახალი საქმე, განახორციელოთ სარისკო სამედიცინო პროცედურები და რთული მანიპულაციები უმიზეზოდ.
თხის რქა
დღეს, ვარსკვლავები არ ურჩევენ თხის რქებს პასიურობას, მაგრამ ისინი გვირჩევენ, ყოველმხრივ თავიდან აიცილოთ საქმეების კურსის მკვეთრი ცვლილება. უმჯობესია, აირჩიოთ ნაცნობი გზები, მეთოდები და ინსტრუმენტები, დაეყრდნოთ სანდო პარტნიორებს და გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც წარმატებით გამოგდით.
მერწყული
დღეს, ბევრ მერწყულს უწევს “გიჟურ” რეჟიმში ცხოვრება. სიტუაციიდან გამომდინარე, მოგიწევთ იჩქაროთ, გამოავლინოთ გამომგონებლობა, მოხერხებულობა, გამბედაობა. არ უნდა ჩათვალოთ ამ დღის სტრესი წვრილმანად. მოიშორეთ არასაჭირო სიამაყე, რომელიც არ იძლევა დახმარების საშუალებას, ეს საზიანოა.
თევზები
დღეს, თევზებმა უფრო მშვიდად უნდა აღიქვან სხვისი ქმედება, მათ შორის, აშკარა, ან ფარული აგრესია მათ მიმართ. არასასურველია, აგრესორს საპასუხო დარტყმით უპასუხოთ: მორალური კმაყოფილების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სტრესი, ხოლო ამ დღის ნეგატიური ემოციები შეიძლება, გაგყვეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. რომც გაიმარჯვოთ, ძალიან საშიშ მტერს შეიძენთ.
მასალის გამოყენების პირობები