24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
13

ვერძი

ნუ შეეცდებით თავი აარიდოთ მოვალეობის გრძნობას, შესაძლოა, ახლობელი ადამიანის ან ნათესავის პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ მთელი დრო და გადადოთ საკუთარი გეგმები. მთავარია, საკუთარი თავი არ დაგავიწყდეთ.

კურო

დინჯად და აუჩქარებლად აკეთეთ ნებისმიერი საქმე. გონივრული და კარგად გააზრებული დეტალებით ადვილად მოახერხებთ თქვენი გეგმების წარმატებით რეალიზებას.

ტყუპები

თავი შეიკავეთ ავანტიურული ქმედებისგან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს, საყოფაცხოვრებო საჭიროებებს. სწორად გადაანაწილეთ თქვენი ბიუჯეტი.

კირჩხიბი

სასურველია, აუჩქარებლად და გააზრებულად მიიღოთ გადაწყვეტილებები. ფრთხილი, თავდაჭერილი ნაბიჯებით საქმეს უკეთესად, ხარვეზების გარეშე საკმაოდ წარმატებულად წარმართავთ.

ლომი

თუ პირად საკითხებში, ყველაფერს შემოქმედებითად მიუდგებით და ჩვეული გზებით შეეცდებით წარმატების მოპოვებას, მიზანს მიაღწევთ. საქმეების მოგვარება კი, სხვა დროისთვის, სჯობს, გადადოთ.

ქალწული

იმოქმედეთ თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით და ნაცადი ხერხებით, რათა თავი გაართვათ ყველა საქმეს.  ექსპერიმენტების დრო ახლა არ არის. აუცილებლად გამონახეთ დრო, საფუძვლიანი დასვენებისთვის.

სასწორი

ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას, რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ, გაიხსენეთ ძველი ნაცადი ხერხები, იმოქმედეთ თავდაჯერებულად და ყველაფერი გამოგივათ.

მორიელი

შეეცადეთ, თქვენი იდეები და გეგმები არ გაახმოვანოთ, შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა თქვენი ქმედება კრიტიკულად შეაფასოს, ზოგიერთი კი, უადგილო კომენტარებით ხასიათს გაგიფუჭებთ. ყველაფერს სწორად აკეთებთ. ამიტომ, არ იღელვოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენი იდეები ახლობლებმა არ მოიწონონ და განზე გადგნენ, იყავით თავდაჯერებული და იმოქმედებთ საკუთარი ძალებით, ან სხვა დროისთვის გადადეთ თქვენი გეგმების რეალიზება. გახსოვდეთ, წინ მნიშვნელოვანი კვირაა და ენერგია დაგჭირდებათ.

თხის რქა

თუ საშუალება გექნებათ, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ, ან კარგად მოფიქრებულად და აუჩქარებლად იმოქმედეთ. დღეს, ვითარებიდან გამომდინარე გაგიჭირდებათ სწრაფი და გაბედული გადაწყვეტილებების მიღება. სჯობს, დაისვენოთ.

მერწყული

დღეს, თავს კარგად გაართმევთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. აი, პირად და რომანტიკულ ურთიერთობებში, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ, დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.

თევზები

ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ, განაახლეთ თქვენი გარდერობი, ესტუმრეთ სალონებს, საუნას, გასართობ ცენტრებს. იზრუნეთ საკვების ხარისხზე და ჯანმრთელობაზე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze