26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
135

ვერძი

მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, როგორც სამსახურში, ასევე, პირად ცხოვრებაში. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან და თვალი მიადევნეთ მიმდინარე მოვლენებს.

კურო

გამოიჩნეთ ინიციატივა, თქვენი აქტიურობა და მონდომება სათანადოდ დაფასდება და ფინანსურ პრობლემებსაც გადაჭრით.

ტყუპები

აქტუალური ხდება ისევ ძველი პროექტები, რომელიც კარგ მოგებასაც მოგიტანთ. სტიმული გექნებათ სწრაფად და წარმატებით განახორციელოთ ახალ-ახალი იდეები.

კირჩხიბი

შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, იყავით ფხიზლად. მოსალოდნელია ფინანსური  მდგომარეობის გაუმჯობესება. იზრდება თქვენი შარმი და მატულობს ენერგოტონუსი.

ლომი

იმოქმედეთ ფრთხილად და ცივი გონებით. მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს. ნუ დახარჯავთ უაზროდ დროსა და ენერგიას, არ გაუშვათ ხელიდან კარგი შანსები.

ქალწული

გაუზიარეთ თქვენი ეჭვები და შფოთვის მიზეზი ახლობელ ადამიანებს, მათი რჩევა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

სასწორი

აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ნუ იკამათებთ. თუ რაიმე ჩანაფიქრი გაქვთ, მოიკრიბეთ ენერგია და ამოქმედდით. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. ნუ გადაიტვირთებით.

მორიელი

შესაძლოა, დაგაწინაურონ, ან ძალიან საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. მიჰყევით თქვენს იდეებს, ისინი კარგ ფინანსებსა და აღიარებას მოგიტანენ.

მშვილდოსანი

თქვენს გონიერებაზე დამოკიდებული იქნება ძველი კონფლიქტების მოგვარება. იყავით წინდახედული, თქვენი დაუდევრობის გამო, შესაძლოა, ახალმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

თხის რქა

მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ვნებათაღელვა ან შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს. ეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას, მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულობა გამოიჩინოთ.

მერწყული

კარგი იქნება, თქვენი საქმიანობის რეორგანიზაციაზე დაფიქრდეთ. გამოიჩინეთ ზომიერება თქვენს მიზნებსა და სურვილებში. მოაგვარეთ გადაუდებელი საკითხები.

თევზები

მოერიდეთ აფერისტ, უსაქმურ ადამიანებს და ნუ აჰყვებით მაცდურ შეთავაზებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება თქვენს ავტორიტეტსა და სტაბილურობას.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze