28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
23

ვერძი გამოიჩინეთ ზომიერება, დიპლომატია, მოთმინება. დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატარეთ. გაისეირნეთ, დაგეგმეთ ახლო პერიოდის განრიგი. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.

კურო

მოდუნდით, მოიწყვეთ განტვირთვის დღე, ასევე, შეგიძლიათ შეამოწმოთ ტექნიკა, მოაწესრიგოთ თქვენი სივრცე.

ტყუპები

მოაწყვეთ შაბათობა, გაათავისუფლეთ პირადი და საცხოვრებელი სივრცე ყველაფერი ზედმეტისგან. მეტი დრო დაუთმეთ ისეთ საკითხებს, რომელიც აქამდე გასარკვევი გქონდათ.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კომუნიკაციებში იყავით უშუალო, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა ახლობელი ადამიანებისთვის.

ლომი

გახალისდით, მოიწყვეთ პატარა წვეულება, მეგობრების წრეში. არ არის სასურველი მოგზაურობა. კარგი დღეა შემოქმედებითი აქტივობებისთვის.

ქალწული

შესაძლოა, თქვენი გეგმებიდან ამოვარდეთ, არც მოულოდნელად სადმე გამგზავრება არაა გამორიცხული. თუ სახლში ყოფნა გიწევთ, მიიყვანეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

სასწორი

სხვების საქმეების მოგვარების მცდელობაში, თქვენი თავი და გეგმები არ დაგავიწყდეთ. იყავით მეტად წინდახედული, ნუ აჰყვებით წამიერ გატაცებებს.

მორიელი

კარგია დღე სხვადასხვა კომუნიკაციებისთვის, როგორც პირადი, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის. დაიცავით  კვების სწორი რეჟიმი.

მშვილდოსანი

მოუფრთილდით ჯანმრთელობას, ეცადეთ, დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ნებისმიერი წამოწყება, სჯობს, კარგად გათვალოთ.

თხის რქა

იყავით ჰუმანური და გახსნილი. არ არის გამორიცხული, საღამოს აღმოჩნდეთ წვეულებაზე, ან საინტერესო ხალხთან შეხვედრა მოგიწიოთ.

მერწყული

ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დისკომფორტს გიქმნიან. არ არის გამორიცხული, დღის განმავლობაში საქმიან პარტნიორთან, ან მეუღლესთან უსიამოვნო საუბარი მოგიწიოთ, ამიტომ, მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ.

თევზები

დღეს, მეტად გჭირდებათ იუმორი და ოპტიმიზმი, შეხედეთ სამყაროს ნათელ ფერებში. მოიწყვეთ სასიამოვნო საღამო მეგობრების გარემოში. ნუ გადაიტვირთებით.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze