3 საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
24

ლომი

მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ რო­გორც სი­დედ­რი იშ­ვი­ა­თად ერე­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რის გა­მოც რო­გორც წესი წარ­მო­იქ­მნე­ბა კი­დეც სიძე-სი­დედრს შო­რის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი. ქალი ლომი იმ­დე­ნა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით, იმი­ჯი­თა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით, რომ სი­ძეს­თან სა­კა­მა­თოდ არც დრო რჩე­ბა და არც სურ­ვი­ლი. გარ­და ამი­სა, იგი უზო­მოდ თავ­მოყ­ვა­რე არ­სე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი პო­ტენ­ცი­უ­რი სა­სი­ძო მას რამ­დენ­ჯერ­მე მა­ინც მი­არ­თმევს ვარ­დე­ბის თა­ი­გულს ან ჩაც­მუ­ლო­ბის სტილს შე­უ­ქებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ჩაც­მა-და­ხურ­ვის ჩვე­ვა მის ცოლს თურ­მე დე­დის­გან რგე­ბია, სი­დედ­რი ლომი კმა­ყო­ფი­ლე­ბის­გან კრუ­ტუნს და­ი­წყებს და ნაკ­ლე­ბად შე­გე­ხე­ბათ.

მო­რი­ე­ლი

 

ალ­ბათ ყვე­ლას გა­გი­გი­ათ მითი ქალი მო­რი­ე­ლე­ბის აუ­ტა­ნე­ლი ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ. თუმ­ცა ეს მითი მო­რი­ე­ლის შემ­თხვე­ვა­ში დე­დამ­თი­ლო­ბა­ზე უფრო ვრცელ­დე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ სი­დედ­რი მო­რი­ე­ლი გა­ცი­ლე­ბით უკეთ ახერ­ხებს სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას სი­ძეს­თან იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ამ ქალს ორი მა­მა­კა­ცუ­რი პლა­ნე­ტა მარ­თავს და მის­თვის მა­მა­კა­ცე­ბი უფრო “ახ­ლობ­ლე­ბი” არი­ან თა­ვი­სი არ­სით ვიდ­რე ქალ­თა სქე­სი. შე­სა­ბა­მი­სად, თქვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი სი­დედ­რის მო­სა­ხიბ­ლად საკ­მა­რი­სია პა­ტი­ო­სა­ნი, სა­მარ­თლი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დეთ მისი შვი­ლის მი­მართ. ამას­თან ერ­თად, თუკი სი­დედრს სა­მო­მავ­ლოდ ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბით (მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ჭეს უზის, რო­გორც წესი) ჩათ­ვა­ლეთ, რომ მისი სა­ხით სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და მო­კავ­ში­რე შე­გი­ძე­ნი­ათ

კურო

უმ­თავ­რე­სი ხიბ­ლი იმი­სა, რომ თქვე­ნი სი­დედ­რი ან პო­ტენ­ცი­უ­რი სი­დედ­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით კუ­როა, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის კე­თე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი კურო ქა­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია ალ­ბათ მის ქა­ლიშ­ვილ­საც ეცო­დი­ნე­ბა. თუ ეს ასე არ არის და შვი­ლი დე­დის კვალს არ გაჰ­ყვა, არ ინერ­ვი­უ­ლოთ. სი­დედ­რი კურო თა­ვად გა­გა­ნე­ბივ­რებთ გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლე­ბით. მთა­ვა­რია, მან თქვენ­ში ოჯა­ხის კაცი, ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ამო­იც­ნოს. კუ­რო­ე­ბი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, ამი­ტომ სი­დედ­რი კურო მშვი­დად იქ­ნე­ბა თუკი თქვენ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­გაჩ­ნი­ათ. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩით, იგი ყო­ველ­გვა­რი წუ­წუ­ნის გა­რე­შე გა­მო­უ­წო­დებს თქვენს ოჯახს დახ­მა­რე­ბის ხელს. კუ­როს დახ­მა­რე­ბა კი, რო­გორც წესი, ერ­თობ სო­ლი­დუ­რი თან­ხით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

READ  ამ ნიშნებს განსაკუთრებული ცვლილებები ელით
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze