30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
19
ასტროლოგია

ვერძი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ აჰყვებით ენებს, პროვოკაციებს, ნუ გადაიღლებით. ნუ შეეჭიდებით ნურაფერს ახალს. შეეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ.

კურო

შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმნათ. საღამოს კი განტვირთვა მოიწყვეთ.

ტყუპები

სასიყვარულო კუთხით, საინტერესო დღეა, თუ ვინმესთან შერიგებას აპირებთ, კარგი დროა ამისთვის. შეგიძლიათ, დაგეგმოთ საინტერესო პროექტები. ფორტუნა თქვენს მხარესაა.

კირჩხიბი

კარგად დაფიქრდით და შეიმუშავეთ თქვენეული ბრწყინვალე სტრატეგია სამოქმედოდ. მნიშვნელოვანი საქმეების გადასაწყვეტად დღე რეკომენდებული არ არის.

ლომი

პროდუქტიული დღეა, მთავარია, არ გადაამეტოთ, გადაანაწილეთ თქვენი ენერგია მთელ დღეზე, იყავით მეტად მსმენელის პოზიციაში, ოჯახის წევრებთან მეტი გულისხმიერება გმართებთ.

ქალწული

თქვენთვის ჩვეული დღეა. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. გონებრივი აქტივობა გამოხატულია, ამიტომ, გამოიჩინეთ თქვენი საფირმო დაკვირვებულობა.

სასწორი

მოუსმინეთ შინაგან ხმას, გააკეთეთ ის, რაც თქვენს ჭეშმარიტ “მეს” უნდა. ნუ განმარტოვდებით. ეცადეთ, საოჯახო საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ, საღამო მეგობრებთან გაატარეთ.

მორიელი

გადაანაწილეთ დრო მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. იყავით სუფთა ქმედებებსა და ზრახვებში. მეტი კონცენტრაცია გმართებთ საქმესთან დაკავშირებით. გამოძებნეთ დრო დასვენებისთვის.

მშვილდოსანი

საკმაოდ კარგი დღეა, როგორც პირადი, ასევე, საქმიანი სფეროსთვის. აკონტროლეთ თქვენგან გამავალი და შემომავალი ინფორმაციები. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი მგზავრობა.

თხის რქა

გათავისუფლდით არასასურველისგან, იქნება ეს კონტაქტები, ვალდებულებები, თუ სხვა. მეტი ყურადღება დაუთმეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

მერწყული

ნუ გადაიტვირთებით, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. საინტერესო ფილმი და ჭიქა ღვინოც არ იქნება ურიგო.

თევზები

ხასიათში მატულობს სიზარმაცე, პასიური ხდებით. გამოაფხიზლეთ გონება. მიხედეთ თქვენს საქმეებს. თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო ადამიანებისგან.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze