4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
123
ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგია

ვერძი

აკონტროლეთ ემოციები და ნუ დაადანაშაულებთ სხვებს, თუ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გინდოდათ. ამ რთულ პერიოდს მარტივად გადაიტანთ, თუ თქვენს პრობლემებს ახლო მეგობარს გაუზიარებთ და რჩევას ჰკითხავთ.

კურო

თუ კარგად გაქვთ მოფიქრებული ყოველი სამოქმედო ნაბიჯი, შეგიძლიათ, გარისკოთ კიდეც, გონიერების ფარგლებში. დღეს, თქვენი გაბედულებით, შესაძლოა, სიტუაციის მთავარი მმართველი ძალა გახდეთ.

ტყუპები

დღეს, შეძლებთ ადვილად გაართვათ თავი ძველი საქმეების დასრულებას, თუ საჭიროა, უზუსტობას და ხარვეზებსაც სათანადოდ მიადევნეთ თვალი და შეეცადეთ, დროულად მოაგვაროთ ისინი, რათა არ შეფერხდეს თქვენი წინსვლა.

კირჩხიბი

ცვლილებებს ელოდეთ და მოთმინება გამოიჩინეთ, საქმეებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ვერ მიიღოთ ის შედეგები, რასაც ვარაუდობდით, მაგრამ შეიძლება, ცოტა ხანში ყველაფერი სხვაგვარად დაინახოთ და კმაყოფილი დარჩეთ თქვენი მიღწევებით.

ლომი

მარტივად შეხედეთ სიტუაციას და ნურაფრის დრამატიზებას შეეცდებით, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი რაიმე ქმედებაზე. ნურც ზედმეტ ვალდებულებას აიღებთ და ნურც ზედმეტად ჩაერევით სხვათა საქმეებში.

ქალწული

შესაძლოა, გამოცდილი ადამიანის რჩევები დაგჭირდეთ საქმეების დროულად დასასრულებლად, მაგრამ შეეცადეთ, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ ყველაფერს და არ დაელოდოთ სხვების დახმარებას, არც საქმეზე უარის თქმა იქნება გამართლებული.

სასწორი

თუ რაიმე არ მოგწონთ, მოცემული დავალების შესასრულებლად, შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, როგორ საჭიროდ თვლით, მაგრამ თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს ზუსტად მითითებისამებრ მოქმედებთ.

მორიელი

მაქსიმალურად შეეცადეთ, მოასწროთ სამსახურში მოცემული დავალებების შესრულება, რათა წარმოდგენა არ შეეცვალოთ თქვენზე. არ დაიზაროთ, იმოქმედეთ გაბედულად და მთელი თქვენი რესურსით.

მშვილდოსანი

საქმეებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში შეიძლება, დადგეს უცხო ქვეყანაში მივლინების საკითხი, გამოიყენეთ ეს შანსი და არავითარ შემთხვევაში, არ თქვათ უარი გამგზავრებაზე, ვინაიდან, თქვენს კარიერაში დგება დიდი ცვლილებების და გარდამტეხი მომენტის ალბათობა.

თხის რქა

მოხვდებით სიტუაციაში, სადაც შესაძლებლობა გექნებათ სრულად გამოავლინოთ საკუთარი თავი და უნარები, მიიპყროთ ფართო აუდიტორიის ყურადღება და მყარად დადგეთ ფეხზე. იაქტიურეთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.

READ  24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მერწყული

უარი არ თქვათ შემოთავაზებულ წინადადებებზე და გამოიყენეთ შესაძლებლობები, თქვენი საქმიანი თვისებების საუკეთესოდ წარმოსაჩენად თუ პოზიციების განსამტკიცებლად. რაც მეტად მოინდომებთ, თავის გამოჩენას, მით უკეთესად წარიმართება სამომავლო საქმიანობა.

თევზები

შესაძლოა, უკმაყოფილო დარჩეთ თქვენი შემოსავლებით და მოგიწიოთ ხარჯვის უფრო ეკონომიურ რეჟიმზე გადასვლა. ნუ იდარდებთ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze