4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
51

ვერძი

შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. მოიფიქრეთ ახალი იდეები, აღადგინეთ მივიწყებული ურთიერთობები – ამ ეტაპზე, ეს ძალიან საჭირო ნაბიჯია.

კურო

მოსალოდნელია სამსახურებრივი კონფლიქტები და უთანხმოება, კარგი იქნება, თუ მშვიდობის მტრედის როლს მოირგებთ და შეარიგებთ დაპირისპირებულ მხარეებს. ახლა კომპრომისი მოგებიანია.

ტყუპები

ცხოვრების შეცვლა თუ გსურთ, ახლა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. მთავარია, შეცვალოთ ხედვა, დაარღვიოთ სტერეოტიპები, რაც ადრე ხელს გიშლიდათ.

კირჩხიბი

შეგიძლიათ, იზრუნოთ ფინანსური საკითხების მოგვარებაზე. თამამად შეიძინეთ ნივთი, რომელზედაც კარგა ხანია ფიქრობდით. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნაჩქარევად.

ლომი

ელოდეთ ცვლილებებს, ნაკლებად დაიტვირთეთ თავი, დაზოგეთ ენერგია. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, სასარგებლოა გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და პროცედურები.

ქალწული

იყავით წინდახედული და ყურადღება გაამახვილეთ საკომუნიკაციო საშუალებებზე. შესაძლოა, გარკვეულმა ტექნიკურმა ხარვეზებმა იჩინოს თავი, რაც პრობლემებს შექმნის თქვენს საქმიანობაში.

სასწორი

დღეს, პარტნიორული კავშირებიდან, შესაძლოა, გამოიკვეთოს, ვისი ნდობა შეიძლება გქონდეთ და ვისი არა. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს.

მორიელი

იმოქმედეთ საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ პერიოდში, ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. საკმაოდ აქტუალურია ასევე სასიყვარულო თემა.

მშვილდოსანი

დაკავდით მოლაპარაკებებით, მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, შეხვდით პარტნიორებს, ელოდეთ სასიამოვნო, სასიკეთო ინფორმაციებს და შთამბეჭდავ შედეგებს.

თხის რქა

ახლა დროა, მოიცალოთ გადადებული საშინაო საქმეებისთვის, მოაწესრიგეთ თქვენი გარემო, თუ საჭიროა, იზრუნეთ რეკონსტრუქციაზე, შექმნილი კომფორტული სივრცით თავადაც კმაყოფილი დარჩებით.

მერწყული

მოიფიქრეთ ისეთი საქმიანობა, რომლითაც ოჯახის ყველა წევრი დაკავდება. მაგ: წამოიწყეთ ბინის კოსმეტიკური რემონტი. თუ ახლობლებმა დახმარებისთვის მოგმართეს, აუცილებლად აგრძნობინეთ მათ თქვენი მხარდაჭერა.

თევზები

მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. ყურადღებას ნუ მოადუნებთ დეტალების მიმართ, რათა შემდეგში პრობლემებმა არ იჩინოს თავი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze