ვერძი
მუშაობისას არ დაკარგოთ კონცენტრაცია, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, გაიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან. კრიტიკას უფრო მშვიდად მოეკიდეთ, ნუ განაწყენდებით და კამათში ნუ ჩაერევით. საღამოს მოემზადეთ მოულოდნელი მოვლენებისთვის.
კურო
5 ივნისს ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ პირად საქმეებს და შეიქოთ თავი კარგი შედეგებისთვის. საღამოს მოგიწევთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება. დააკვირდით თქვენს სიტყვებს, რათა შემთხვევით არ განაწყენოთ თქვენი საყვარელი ადამიანები.
ტყუპი
ახალმა ადგილებმა შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობის ან დისკომფორტის განცდა. აქტიური მუშაობისა და კომპლექსური ამოცანებისთვის უფრო შესაფერისია დღის მეორე ნახევარი, როდესაც ენერგეტიკული დონე მოიმატებს და განწყობაც გაუმჯობესდება.
კირჩხიბი
შეხვედრები თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. საღამოს თქვენი მონაწილეობა საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში აუცილებელია. ასევე, საკმარისი დრო უნდა დაუთმოთ გამოჯანმრთელებას.
ლომი
შესაძლოა, დღევანდელმა მოვლენებმა (ან ნაკლებობამ) თქვენი მოწყენილობა ან გაღიზიანება გამოიწვიოს. გახალისდით კოლეგებთან სასიამოვნო კომუნიკაციით, ისაუბრეთ ნეიტრალურ თემებზე, რათა არ დაიწყოთ ზედმეტი კამათი ან ჩხუბი.
ქალწული
უმჯობესია დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ რთული საქმეები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ლანჩის შემდეგ შეასრულეთ მსუბუქი დავალება, ესაუბრეთ მეგობრებს, წადით კაფეში. ვინმეს შეუძლია შეცვალოს თქვენი გეგმები, მოგცეთ კარგი იდეა მომავალი პროექტებისთვის.
სასწორი
მოგიწევთ ბევრი გონებრივი სამუშაოს შესრულება და დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადახედვა. დიდია იმის ალბათობა, რომ დაუფიქრებლად თქვათ რამე, რითაც შეურაცხყოთ თანამოსაუბრე ან მოხვდეთ უსიამოვნო სიტუაციაში. ნაკლები ილაპარაკეთ.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ როგორ გრძნობთ თავს: იარეთ ფეხით, იმუშავეთ სუფთა ჰაერზე, მიირთვით ბოსტნეული. მხიარული განწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ემოციურად რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ დაიტვირთოთ თავი უამრავი დავალებით, არამედ აირჩიოთ ერთი რამ და დაასრულოთ იგი. სახლის პრობლემები თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს.
თხის რქა
დღის დასაწყისში გამონახეთ დრო საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად. ლანჩის შემდეგ კი ბევრი სამუშაო და დამატებითი დავალებები გექნებათ. თქვენ მოგიწევთ ყველაფერი დროულად გააკეთოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ხშირ-ხშირად დაისვენოთ და დალიოთ წყალი, რომ იყოთ ენერგიული.
მერწყული
ეცადეთ და დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. 5 ივნისს გაცნობა საინტერესო იქნება: შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მოგვიანებით ძალიან დაგიახლოვდებათ. საღამოს მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი.
თევზები
შემთხვევით ნათქვამი სიტყვა ვინმეს შეურაცხყოფს ან გაანადგურებს თქვენს ურთიერთობას. იყავით უფრო თავშეკავებული საუბრებში, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მეტი დრო გაატარეთ გარეთ.
მასალის გამოყენების პირობები