5 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ აგვისტოში სირთულეები თავიდან აირიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ

0
238

2024 წლის 5 აგვისტოდან პლანეტა მერკური ქალწულის ნიშაში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 28 აგვისტოს დაასრულებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკური თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოადენს.

რჩევა N1 – არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები

ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას გრძნობენ და ისეთ დეტალებზეც კი ამახვილებენ ყურადღებას, რომლებზეც, როგორც წესი, ნერვიულობა არ ღირს. შესაბამისად, მომატებული ემოციური ფონის გამო, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება. ჯობს, რეტროგრადული მერკურის პერიოდში იმპულსური, დაუგეგმავი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში იმაზე უკმაყოფილო აღმოჩნდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ.

რჩევა N2 – შეზღუდეთ სოციალური ქსელების გამოყენების დრო

რეტროგრადული მერკურის პერიოდი ეკრანთან დროის შესამცირებლად შესანიშნავი პერიოდია. სოციალური მედიიდან არაერთ ნეგატიურ ინფორმაციას ვეცნობით. ამიტომაც, ჯობს, აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ემოციური ფონი ისედაც არასტაბილურია, ენერგია და რესურსები სხვა საქმეს დავუთმოთ. დავკავდეთ საყვარელი აქტივობით, წიგნების წაკითხვით, კულინარიითა თუ ჩვენთვის საინტერესო სხვა საქმით. სოციალური ქსელები კი მინიმალური დროით გამოვიყენოთ.

რჩევა N3 – გააკონტროლეთ თქვენი ხარჯები

მითოლოგიაში მერკური ვაჭრობისა და მოგების სიმბოლოა. ამიტომ, როდესაც ის რეტროგრადულ მდგომარეობაშია, ადამიანებს თანხის გაკონტროლება უჭირთ და იმპულსური შესყიდვებისკენ არიან მიდრეკილნი. შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში ბევრი ისეთი რამ იყიდოთ, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ. ამიტომ, ჯობს ხარჯები გააკონტროლოთ და იქამდე, ვიდრე რაიმეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდეთ, რეალურად გჭირდებათ თუ არა ის.

რჩევა N4 – ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის ღიად გამოხატვის

რეტროგრადული მერკურის პერიოდი საკუთარი თავის, შესაძლებლობების, იდეების გამოხატვის შესანიშნავი დროა. ჯობს, თქვენი მოსაზრებები ღიად გამოხატოთ. თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, დააფიქსირეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი წყენა ერთ დღეს იმაზე მასშტაბურად გავრცელდება, ვიდრე წარმოიდგენთ.

გარდა იმისა, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონიც იმატებს, დადებითი შედეგიც შეიძლება მივიღოთ. თუკი აღნიშნული დროის განმავლობაში საინტერესო იდეები მოგივათ, მოგინდებათ, რომ შემოქმედებითად გააქტიურდეთ, ეს აუცილებლად სცადეთ – შესაძლოა, მსგავსმა აქტივობებმა სამომავლოდ ძალიან დიდი წარმატება და ბედნიერება მოგიტანოთ. შეადგინეთ კონკრეტული გეგმა, მოინიშნეთ თქვენი იდეები და რეტროგრადული მერკურის შემდეგ განახორციელეთ.

რჩევა N5 – შეაფასეთ თქვენი წარსული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ბევრ ადამიანს წარსულში დატოვებული ურთიერთობები კვლავ შეახსენებს თავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში როგორც სწრაფად ჩნდება ინიციატივები, ისევე სწრაფად შეიძლება, გაქრეს.

ამავდროულად, აღნიშნულ მონაკვეთში მოგიწევთ, განვლილ გზას გადახედოთ, თქვენი ნაბიჯები, მიღწევები, შეცდომები შეაფასოთ და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze