ვერძი
ახლა განმარტოების დრო არ არის, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი, საქმეები მოიცდის.
კურო
გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გარემოებებს, მიმდინარე მოვლენებს, ადამიანებს, დააკვირდით და გაფილტრეთ უკვე დრომოჭმული კავშირები და სიტუაციები. იყავით დამოუკიდებელი.
ტყუპები
ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და თუ დარწმუნებული არ იქნებით, ახლა ნურაფერს მოჰკიდებთ ხელს. დღეს, საუკეთესო დროა დასვენებისთვის, კარგია ფილმის ყურება, ან წიგნის წაკითხვა.
კირჩხიბი
მოულოდნელობების დღეა, რაც შესაძლოა, თქვენს განწყობაზე არასასურველად აისახოს, ნუ იჩქარებთ მოვლენების შეფასებისას, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. საღამო მეგობრებთან გაატარეთ.
ლომი
მიჰყევით თქვენს გეგმებს, ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს, დაეყრდენით მხოლოდ დროში გამოცდილ, სანდო მეგობრებს და შეინარჩუნეთ უკეთესი მომავლის რწმენა.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ იმიჯსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას, აიმაღლეთ ენერგოტონუსი, სეირნობა სუფთა ჰაერზე და სასიამოვნო ადამიანების წრეში ყოფნა უფრო მოტივირებულს გაგხდით.
სასწორი
ეცადეთ, ეს დღე საოჯახო საკითხების მოგვარებას მიუძღვნათ, გააანალიზეთ თქვენი სურვილები და მიზნები, დაფიქრდით, სხვისი გავლენით ხომ არ მოქმედებთ.
მორიელი
დღეს, სჯობს, მეტი ყურადღება ოჯახის წევრებსა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, სწორედ თქვენ შეგიძლიათ, ყოველი დღე უფრო მეტად გააფერადოთ.
მშვილდოსანი
დღეს, კარგი იქნება, თუ მეტ დიპლომატიასა და გულისხმიერებას გამოიჩენთ გარშემომყოფთა მიმართ, მოუსმინეთ ოჯახის უფროს წევრებს და მათ, ვისაც გამოცდილების გაზიარება სურს, ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით.
თხის რქა
ეცადეთ, დროებით მოწყდეთ საქმეებსა და რუტინაზე ფიქრს. მიეცით თავს განტვირთვის, სიამოვნების მიღების საშუალება. გააცნობიერეთ, რომ ბევრი რამ სამყაროში ჯადოსნური გზით ლაგდება.
მერწყული
იყავით მტკიცე თქვენს გადაწყვეტილებებში და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ საკითხს. დაასრულეთ ძველი საქმეები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.
თევზები
დილიდანვე, ეცადეთ, აიმაღლოთ გუნება-განწყობა, გახსოვდეთ, რომ წარსულს ვერ შეცვლით, მომავალი კი თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით.
მასალის გამოყენების პირობები