8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
39
ასტროლოგია

ვერძი

დაბრკოლებებია მოსალოდნელი როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ ასპარეზზეც. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერ მიიღებთ იმ შედეგს, რასაც ვარაუდობთ, ნაკლებად სანდოა დაპირებები და მხარდაჭერა მეგობრებისგან.

კურო

შეძლებთ, შეინარჩუნოთ მიღწეული წარმატებები და განამტკიცოთ თქვენი პოზიციები, ვერავინ შეძლებს ხელიდან გამოგაცალოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. ელოდეთ სასიკეთო ცვლილებებს.

ტყუპები

ბიზნეს შეხვედრებზე, დიდი ალბათობით, მოწონებას და მხარდაჭერას მოიპოვებთ. მეტად საინტერესო ხელშეკრულებებს გააფორმებთ, წარმატებული მოლაპარაკებები და კარიერული წინსვლა ამ ახლო პერიოდში თქვენი მეგზურია.

კირჩხიბი

ნუ გადაიტვირთებით, იმოქმედეთ დინჯად, ზომიერი ტემპით და ნუ იჩქარებთ. გადაანაწილეთ თქვენი ძალები და შესაძლებლობები გონივრულად, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები.

ლომი

ახალი შთაბეჭდილებები დიდი მუხტით აავსებს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას. ელოდეთ მოვლენების ახლებურად განვითარებას. სიახლეები წარმატებებს მოგიტანთ.

ქალწული

თქვენი გონება დღეს გლობალური საკითხებითაა დაკავებული, შეეცადეთ, ახლებურად აღიქვათ გარემოებები, დადგა დრო, წესრიგში მოიყვანოთ ურთიერთობები და უფრო სერიოზულად იფიქროთ მომავალზე.

სასწორი

დღის წესრიგშია მოგზაურობა, რომელიც მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მეტად იზრუნოთ ორგანიზმის გაკაჟებაზე.

მორიელი

დღე სასიხარულო იქნება ფინანსური კუთხით, თუმცა სასიკეთო შესაძლებლობები გექნებათ შემოქმედებით სფეროშიც, ახალი იდეებიც ახლებურად გაიფურჩქნება.

მშვილდოსანი

დიდი ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა, კარგად მოემზადოთ ფიზიკურად, მორალურად და სულიერად. სასარგებლო იქნება დასვენება ქვეყნის გარეთ. უსმინეთ მუსიკას, გაერთეთ და დაისვენეთ.

თხის რქა

შესაძლოა, დიდებული იდეები გაგიჩნდეთ და წინასწარაც კი დაგეგმოთ გარკვეული საკითხები. შემოქმედებითად მიუდექით ნებისმიერ საკითხს, წერეთ, შექმენით რაღაც ახალი.

მერწყული

დიდია ალბათობა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს, შესაძლოა, იგი უცხოელიც იყოს.

თევზები

ახლა აუცილებელია იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით სანდო და ერთგული ადამიანები არიან, რომლებიც საჭირო დროს კარგ რჩევას მოგცემენ და, პრობლემების შემთხვევაში, მარტო არ დაგტოვებენ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze