ვერძი
დღე არ არის ხელსაყრელი ენერგიული აქტივობისთვის, გირჩევთ, დრო დაუთმოთ კომუნიკაციას, ონლაინსაც. არ არის გამორიცხული, ახლობლებთან ერთად შეძლოთ საინტერესო, პერსპექტიული იდეის განხორციელება.
კურო
კვირას კარგად უნდა დაისვენოთ, სასურველია ოჯახთან ერთად. მოგონებები, საუბრები, ხუმრობები განწყობას გაგიუმჯობესებთ, გაგრძნობინებთ თავს ბედნიერად და გონებას დაასვენებს ყოველდღიური საზრუნავისაგან.
ტყუპი
კვირის ბოლო დღეს სიზარმაცე დაგძლევთ და ეს კარგიცაა. ზოგჯერ სასარგებლოა დივანზე წოლა, ფიქრი, კითხვა, გამოძინება. გაინებივრეთ თავი გემრიელობით, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამყარო გაგიჟდა – გარშემო მყოფები, თქვენი აზრით, უცნაურად და ალოგიკურად იქცევიან. სჯობს, სასწრაფოდ გაირკვეს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაძაბულობამ, შესაძლოა, ჩხუბი გამოიწვიოს.
ლომი
გააკეთეთ ისეთი რამ, რაც არ საჭიროებს ინტელექტუალურ ან ფიზიკურ ძალისხმევას. კარგია წასვლა სანაპიროზე ან ბუნებაში გასეირნება. სამუშაო კვირამდე უნდა დაისვენოთ და ძალა მოიპოვოთ.
ქალწული
შესანიშნავი დროა სახლის პირობების გაუმჯობესებისთვის. შეიძინეთ ახალი ავეჯი ან გადააადგილეთ. მოგინდებათ უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება.
სასწორი
დატვირთული კვირა იყო და დღეს უნდა დაისვენოთ. მაგრამ თუ გსურთ პაემანზე წასვლა ან მეგობრებთან ვიზიტი, უმჯობესია, არ გადადოთ. ნუ შეიზღუდავთ ფლირტს, რომანტიკას, კომუნიკაციას.
მორიელი
დღეს შეასრულეთ მხოლოდ სასიამოვნო საქმეები, დაისვენეთ და იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც არ დაგირღვევთ ჰარმონიას. კარგი იქნება ბუნებაში გასეირნება, უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლება.
მშვილდოსანი
დღეს ბავშვებთან და ცხოველებთან კომუნიკაციით ისიამოვნეთ. თქვენ გჭირდებათ დასვენება და ცოტა ხანი მაინც ნუ იფიქრებთ თქვენს ზრდასრულ საქმეებსა და პრობლემებზე.
თხის რქა
დღეს გსურთ აურზაურისგან თავის დაღწევა, სიმშვიდე და ჰარმონია. ხანდახან სასარგებლოა უსაქმურობაში დროის გატარება, განსაკუთრებით თუ ხვალ დაძაბული სამუშაო კვირა გეწყებათ.
მერწყული
დღე ნათესავებთან ერთად უნდა გაატაროთ. მოაწყეთ ერთობლივი მოგზაურობა ან დაესწარით გასართობ ღონისძიებას. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და პოზიტიური ემოციები რამდენიმე დღით კარგი განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
თევზები
კარგი ამბების და სასიამოვნო შეხვედრების დღეა. მიიღებთ ამბებს ძველი მეგობრისგან, რომელთანაც დაკარგული გქონდათ კონტაქტი და სიამოვნებით განაახლებთ კომუნიკაციას. საღამოს აუცილებლად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე – სამუშაო კვირის დაწყებამდე კარგად უნდა დაისვენოთ.
მასალის გამოყენების პირობები