საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტის, ექიმის, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენლის საქართველოში გიორგი ფხაკაძის თანაავტორობით გამოიცა ახალი ენციკლოპედია.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გთავაზობთ საქართველოში პირველ, ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონს, რომელიც გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ფხაკაძის რედაქტორობით.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი (GPHD) – ქართულ ენაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში ტერმინოლოგიის და განმარტებების Open Access რესურსი.
ლექსიკონი შექმნილია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც იქნება ხელშემწობი სტუდენტებისთვის, დარგის სპეციალისტებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვით კვლევისა და ზოგადად, სწავლის პროცესის გამარტივებისთვის.
ქართული და უცხოური სასწავლო-აკადემიური დაწესებულებების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და მოხალისეების დახმარებით, ჩვენ გთავაზობთ ამ ღია რესურსს.
ლექსიკონის შესახებ
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გთავაზობთ საქართველოში პირველ, ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონს , რომელიც გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ფხაკაძის რედაქტორობით.
პირველი ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი ემყარება იმ პრინციპს, რომ ენა არის საერთო სიკეთე და უნდა განიხილებოდეს, როგორც საერთო საკუთრება. ცოდნასთან წვდომა უნდა იყოს სწრაფი, კომფორტული და მარტივი. ლექსიკონი არის ცოდნის ბაზა და ენა გვაძლევს შესაბამისი ცოდნის მიღების საშუალებას, მარტივ, მაგრამ ამავე დროს მდიდარ ტერმინოლოგიის რესურსს.
ყველა ტერმინი, თარგმნილი და ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე. ქართულ ტერმინებს ასევე ახლავს თითოეული ტერმინის დაწვრილებითი განმარტებები და ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებიც კი. ლექსიკონის ძებნის სისტემა იყენებს ქართული და ინგლისური სიტყვების ინდექსირებას.
ლექსიკონის განახლება ხდება წელიწადში ერთხელ.
ლექსიკონის ელექტრონული ვერსია ფუნქციონირებს, როგორც ღია პლატფორმა და თითოეულ მომხმარებლს აქვს შესაძლებლობა შესთავაზოს არსებული ტერმინების თარგმანის ან განმარტების ცვლილება ან დაამატოს ახალი ტერმინი შემდეგი ლინკის გამოყენებით:
https://glossary.isi.ac.ge/index.php/index/10.xhtml ყველა შემოთავაზებული ტერმინი გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში შესწორდება, რის შემდეგაც შეიძლება დამტკიცდეს სარედაქციო საბჭოს მიერ . ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიაში, ონლაინ შიდა საძიებო სისტემა გვაძლევს საშუალებას,რომ ძებნა განვახორციელოთ, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ სიტყვათა გამოყენებით.
ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი, პირველ რიგში, განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების , ეპიდემიოლოგების, ბიოსტატიკოსების, აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, პედაგოგების, სტუდენტების, ტექნიკური თარჯიმნების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა / ინსტიტუტებისა და სხვა დარგების სპეციალისტებისთვის, როგორიცაა: მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, დემოგრაფია და სხვა. ლექსიკონი მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის ყველა ასპექტს, იგი წარმოადგენს სწრაფ, მარტივად გამოყენებად სახელმძღვანელოს.
ლექსიკონზე მუშაობა უწყვეტი პროცესია. წინამდებარე ლექსიკონი ეფუძნება არსებულ გამოცდილებას, მაგ.: “Oxford Guide to Practical Lexicography” (Atkins and Rundell, 2008), და “A Dictionary of Epidemiology, Sixth Edition” (Miquel Porta, Oxford University Press, 2015). საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში ენა და ტერმინები მუდმივად ცვლადია, რაც ასახავს ცვლილებებს მსოფლიოში, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიის დარგებში განვითარებას.
ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი არის “ცოცხალი”, რომლის სარედაქციო გუნდის მიერ მუდმივად მოხდება მისი განახლება.
ლექსიკონში არის ანბანური ჩამონათვალი, რომელიც ამჟამად მოიცავს თითქმის 1,500 სიტყვასა და ფრაზას, რომლის გამოყენება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერებასა და პრაქტიკაში. იგი გთავაზობთ განმარტებებს, მსჯელობასა და მოკლე კომენტარს, თუ რა მნიშვნელობით იგულისხმება თითოეული ტერმინი.
ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის რედაქტორი იწვევს ყველა შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირს რჩევებისა და კომენტარებისთვის.
თანდართული ბმულის გამოყენებით, https://glossary.isi.ac.ge/index.php/index/10.xhtml, თქვენ შეძლებთ მონაწილეობის მიიღებას ლექსიკონის შემდეგი გამოცემის შექმნაში .
ჩვენ მივესალმებით სამეცნიერო და აკადემიური ფართო სპექტრის წარმომადგენლების ჩართულობას და თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის განვითარებაში , დამატებითი ინფორმაციისა და ინსტრუქციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს: www.dtmu.ge/dictionary .
ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის სარედაქციო გუნდი მზადაა ფართო სპექტრის აკადემიურ-სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობისთვის.კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლებთან/ფაკულტეტებთან, სამედიცინო უნივერსიტეტებთან, სამართლის და ადამიანის უფლებების სპეციალისტებთან/
ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან .შესაბამისად, ველით თქვენს პარტნიორულ წინადადებებს.
ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის სარედაქციო გუნდის და მისი წევრების ფუნქცია-მოვალეობები:
რედაქციის საბჭოების სტრუქტურა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის წარმატება დამოკიდებულია მის რედაქტორებზე და სარედაქციო საბჭოზე. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის რედაქციის ერთ – ერთი აუცილებელი ამოცანაა კარგი გარემო და ურთიერთთანამშრომლობა. რედაქციაში მნიშვნელოვანია სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმირებულობა. რედაქციის ადმინისტრატორი ხშირად წარმოადგენს მთავარ პირს ახალი რედაქტორებისა თუ საბჭოს წევრებისთვის, რომელთაც შეიძლება ესაჭიროებოდესთ ჩართულობა ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის მუშაობის და რედაქციის სისტემის შესწავლაში.
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი პასუხისმგებელია ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის შინაარსზე. მისი ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს:
• ლექსიკონის ზოგადი სტრატეგიის ხელმძღვანელობა (დტსუ-ს გამომცემლობასთან თანამშრომლობით);
• იგი რეგულარულად განიხილავს სარედაქციო საბჭოს მუშაობასა და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს მითითებებს;
• გააკონტროლებს ლექსიკონის დროულ გამოცემას;
• უხელმძღვანელებს სარედაქციო საბჭოს საქმიანობას;
• სარედაქციო საბჭოსთან კონსულტირებით, რედაქტორი დანიშნავს რედაქციის წევრებს.
• რედაქტორი უზრუნველყოფს ფორუმს და განხორციელდება შეხვედრები სარედაქციო საბჭოს წევრებთან.
• რედაქტორი ასევე უზრუნველყოფს ლექსიკონის გამომცემლობასთან კავშირს.
• რედაქტორის მიერ ლექსიკონში შეტანილი ცვლილებები ჩაითვლება საბოლოოდ,
• რედაქტორი წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის მთავარი წარმომადგენელს .
ასისტენტ- რედაქტორი და მისი ფუნქცია მოვალეობები:
• ლექსიკონის შინაარსის ყოველწლიური შემუშავება;
• ლექსიკონის ზოგადი მართვა, პროცესების კოორდინაცია რედაქტორთან კონსულტაციით ;
• შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება და განახლება.
• ასისტენტ-რედაქტორი, რედაქტორთან კონსულტირებით ამტკიცებს ახალ გამოცემას, ბეჭდვა/გამოქვეყნებისთვის.
• უზრუნველყოფს რედაქტორთან შეთანხმებით გამომცემელობასთან კომუნიკაციასსარედაქციო საბჭოს წევრები განიხილავენ ყველა საკითხს, რომელიც ეხმიანება ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის დროდადრო უფრო მეტად დახვეწას, იმედი გვაქვს, რომ სარედაქციო საბჭოს წევრები მხარს დაუჭერენ ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონს პერიოდული კონსულტაციებით, ოფიციალური და არაფორმალური მონაწილეობით, რომლის დროსაც მოხდება შეფასება მიმდინარე პროცესებისა და განხილვა სამომავლო გეგმების.
სარედაქციო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობები:
• ლექსიკონისთვის წარდგენილი ელემენტები უნდა იყოს არაუმეტეს 300 სიტყვისა, ცნობების, ციფრების ან ცხრილების გარეშე. ტექსტი უნდა იყოს 12 – პუნქტიანი Times New Roman შრიფტით, ყველა მხრიდან დაცული მცირე ერთი დიუმიანი მინდორით. ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში კი უნდა იყოს ელექტრონული ჩაბარების ფორმასთან შესაბამისი.
• შინაარსი სათანადო ციტირებითა და ვანკუვერის სტილის გამოყენებით.
• ცხრილი, გრაფიკები და დიაგრამები უნდა იყოს ნათელი, გააჩნდეს ლაკონური ინფორმატიული ანოტაცია.
მასალა რომლებიც არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ სახელმძღვანელო პრინციპებს, კორექტირებისათვის უნდა იქნას ავტორისთვის დაბრუნებული.
სარედაქციო საბჭოს სხდომები
სარედაქციო საბჭოს წევრები პერიოდულად გეგმავენ შეხვედრებს, რათა შეაფასონ ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონთან დაკავაშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები და განიხილონ საერთო მიზნები, დაისვას კითხვები-მიღებულ იქნეს პასუხები და საბოლოო გადაწყვეტილებები.
შეხვედრები ჩატარდება პირისპირ, სატელეფონო ან ვიდეო / ონლაინ კონფერენციის საშუალებით. იქ, სადაც ფორუმის შეხვედრები შეუძლებელია, რედაქტორი მოაწყობს შეხვედრას საბჭოს წევრებთან ინდივიდუალურ საფუძველზე, კონფერენციებზე ან სხვა ღონისძიებებზე. საბჭოს წევრების შეკრება არის სარედაქციო საბჭოსთან ურთიერთობების განმტკიცების მთავარი გზა.
თითოეული შეხვედრის დღის წესრიგი დაანონსდება შეხვედრამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე, ასევე შეიქმნება შეხვედრების ოქმები. რედაქტორმა სარედაქციო საბჭოსთან კონსულტაციით, წლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს დტსუ– ს რექტორს, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ოპერაციების სტატუსი და რაოდენობრივი/თვისობრივი ინდიკატორები.
სარედაქციო საბჭოს სხდომების კვორუმია რედაქტორი და მთლიანი სარედაქციო საბჭოს წევრების სულ მცირე ნახევარი.
საბჭოს წევრის ზოგადი მოვალეობები:
სარედაქციო საბჭოს თითოეულმა წევრმა, უნდა იმუშაოს ლექსიკონში შინაარსის დამატების მიზნით, რაც ასევე ნიშნავს ლექსიკონის შესახებ უნდა უზრუნველჰყონ ინფორმირება ონლაინ სივრცეში გავრცელებით.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მხარს უჭერენ სარედაქციო საბჭოს:
• საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის განვითარებაში და როგორც მაღალი ხარისხის ლექსიკონის საერთაშორისო რეპუტაციის შექმნა/შენარჩუნებაში,
• უცხოელი დაინტერესებული პირებისთვის და სასწავლო-აკადემიური ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გაზიარებას,
• მისცენ რჩევები რედაქციას კონკრეტული საკითხების და შინაარსის ხარისხის თაობაზე,
• შეაფასონ ლექსიკონის შინაარსის ხარისხი.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მაქს. 25 წევრისგან შედგება.
რედაქტორი სარედაქციო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს.
რეკომენდაციის ძირითად პრინციპები:
• სპეციალობა, სქესი, გეოგრაფიის ჩათვლით;
• გამოცდილება შესაბამის დარგში;
• სტრატეგიული შესაბამისობა და ინტერესი;
• შეუძლია დადებითად შეუწყოს ხელი მიმართულებას და შინაარსს;
ყველა სარედაქციო მრჩეველთა სახელი და ინსტიტუციური კუთვნილება ქვეყნდება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის თითოეულ ნომერში.
მოწვეული რედაქტორები
მოწვეული რედაქტორები ინიშნებიან ლექსიკონის განვითარებაში მხარდაჭერის მიზნით. ისინი უზრუნველყოფენ თემატური და სპეციალური საკითხების შემუშავებას, მუშაობენ რა სარედაქციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მითითებებით, საბოლოო სარედაქციო პასუხისმგებლობა რედაქტორს ეკუთვნის.
მოწვეულ რედაქტორად დანიშვნა არ ნიშნავს სარედაქციო საბჭოს წევრობას.
ანაზღაურება
სარედაქციო საბჭოს წევრები , საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები , სარედაქციო მრჩევლები და მოწვეული რედაქტორები, საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ მოხალისეობრივ საფუძველზე.
დანიშვნის ხანგრძლივობა
ყველა პოზიციაზე დანიშვნის ხანგრძლივობა განსაზვრულია დტსუ-ს შესაბამისი რეგულაციებით. ამჟამად:
• სარედაქციო საბჭოს წევრები თავდაპირველად ინიშნებიან სამწლიანი ვადით, სარედაქციო საბჭოს მხარდაჭერის საფუძველზე მინიმუმ ორი მესამედი ხმის მიღების შემთხვევაში, ყოველ სამ წელიწალში ერთხელ.
საბჭოს წევრობის გაგრძელება შეიძლება განუსაზღვრელი ვადით.
სარედაქციო მრჩევლები თავდაპირველად ინიშნებებიან ორწლიანი ვადით. რედაქტორი რეკომენდაციას უწევს დანიშვნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სარედაქციო საბჭოსთვის.
Georgian Public Health Dictionary