ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვალენსიაში პირბადეების ტარება სავალდებულოა მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და სამედიცინო დაწესებულებების ვიზიტორებისთვის.
მეზობელ კატალონიაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. არაგონის რეგიონის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი დახურულ სივრცეებში.
Sheni Network
პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა მურსიაშიც, ხოლო გალისიაში პირბადეების ტარების რეკომენდაცია გაიცა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniHoroskopi.ge. პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა… [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a/
shenihoroskopi.ge
