პარასკევი, იანვარი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedმიხაილოვის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში

მიხაილოვის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (ახალი მიხაილოვი) ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

გიორგი ფხაკაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” (ყოფილი ,,მიხაილოვის” საავადმყოფო) არსებობის 150 წლიან ისტორიას ითვლის. კლინიკა ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია, რომლითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაში, მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აფართოებს მომსახურების სახეობებს.

კლინიკის მუშაობის პრინციპები და მეთოდები ბევრი სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამაგალითოა, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, შექმნილია ხარისხის მართვის კომისია, რომელიც ახორციელებს სამედიცინო პერსონალის დროულ და ადეკვატურ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფასა და პერიოდულ მონიტორინგს; პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას/დანერგვას.

კლინიკის ხელმძღვანელების ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ექიმების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, პროფესიული ზრდა; მუდმივად მოწმდება და იზრდება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის მუშაობის ხარისხი.

საავადმყოფო თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბევრ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან.

კმაყოფილი პაციენტი – კლინიკის მთავარი ორიენტირია!

გთავაზობთ მსოფლიო დონის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის, ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

აქ დასაქმებული ექიმები არიან კომუნიკაბელურები, კეთილგანწყობილები პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ, გაწონასწორებულები, ინოვაციურები; გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, არ არიან მიკერძოებულები, პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ პაციენტის ინტერესებს, ზრუნავენ კლინიკის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქვთ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის უნარი, სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი, კარგი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი, წერილობითი), გუნდური მუშაობის უნარი, საქმის ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების უნარი მაქსიმალურად მოკლე დროში, ლიდერობის უნარი და ა.შ.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

9 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
“ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და… თითებს ულოკავდა” – უწმინდესის და მგლის საოცარი ისტორია

“ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და… თითებს ულოკავდა” – უწმინდესის და მგლის საოცარი ისტორია

9 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

9 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები