შაბათი, იანვარი 11, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedრა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ

რა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ

A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. ავადობის სიხშირის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების შემდეგ. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. სამედიცინო ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც მოიხსენიება.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამოწვევა შეუძლია ტოქსინს, წამალს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და, რა თქმა უნდა, ინფექციასაც.

ბავშვებთან ყველაზე ხშირად A ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი გვხვდება, რომელსაც A ჰეპატიტს უწოდებენ, ძალიან გადამდებია. შესაძლოა, საკვებისა თუ სასმლის მასობრივი დაბინძურება A ჰეპატიტის ეპიდემიის მიზეზად იქცეს.

A ჰეპატიტის ინკუბაციის პერიოდი, ინფექციის შეძენიდან სიმპტომების გამოვლენამდე, ორიდან ოთხ კვირამდეა.

როგორ ვრცელდება

A ჰეპატიტის ვირუსი ადვილად ვრცელდება დაავადებულის ფეკალიებით დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ავადმყოფობის გამოსაწვევად ვირუსის მცირე რაოდენობაც საკმარისია. ის ვრცელდება დაბინძურებული საგნებიდანაც – შეხებისას ხელზე გადადის, იქიდან კი პირში ხვდება. შესაძლოა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროსაც გადმოგვედოს, –  მისი მოვლის დროს. ასე რომ, თუ ბავშვს A ჰეპატიტი დაემართა, ოჯახის წევრებსაც სიფრთხილე მართებთ.

A ჰეპატიტის ვირუსით საკვების ინფიცირება მისი წარმოების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი: მცენარის ზრდისას, მოსავლის აღებისას, ნახევარფაბრიკატებად გადამუშავებისას, ტექნოლოგიური გადამუშავებისას, შეფუთვისას, მომზადებისას თუ ტრანსპორტირებისას. ამასთან, გაყინვისას ვირუსი არ კვდება.

A ჰეპატიტს ახასიათებს:

  •  მაღალი ტემპერატურა;
  •  დაღლილობის შეგრძნება;
  •  მადის დაქვეითება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  •  ღებინება;
  •  მუცლის ტკივილი;
  • შარდის გამუქება;
  •  თეთრი თიხისფერი განავალი;
  •  სახსრების ტკივილი;
  •  თვალების (სკლერების) და კანის სიყვითლე (70% ში).

B და C ჰეპატიტებისგან განსხვავებით, A ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ დაზიანებას არ იწვევს. შესაძლოა გამოიწვიოს ელვისებური ჰეპატიტი, რომელსაც ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე მივყავართ და რომელიც ხშირად სასიკვდილოა, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ცნობიერების დაბინდვის, მწვავე ტკივილის, სისხლდენის დროს.

ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, დაღლილობას, თავის ტკივილს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, კანის ქავილს, ტემპერატურის ზომიერ (37-38,5 0C-მდე) მომატებას. მცირე ასაკის ბავშვებს აქვთ დიარეა (კუჭის აშლილობა), მოზარდებსა და მოზრდილებს აწუხებთ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა და კუჭის არეში. ავადმყოფის მდგომარეობა უმეტესად სიყვითლის გამოვლენისთანავე უმჯობესდება, ზოგადი სიმპტომები ქრება.

სიყვითლის პერიოდს ახასიათებს მუქი შარდი, უფერული განავალი, ლორწოვანის, თვალის სკლერისა და კანის სიყვითლე. სიყვითლემ შესაძლოა მოიმატოს პირველ, მეორე, მესამე დღეს. გასტანს 1-2 კვირას, მერე კი ნელ-ნელა ცხრება. მდგომარეობა ნორმას საბოლოოდ რომ დაუბრუნდეს, კიდევ 1-2 კვირაა საჭირო.

დიაგნოზი და მკურნალობა

A ჰეპატიტის დიაგნოზს სვამენ სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე. A ჰეპატიტის დროს ჰოსპიტალიზაცია არ არის აუცილებელი, გარდა ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევებისა. დაავადების მკურნალობა გულისხმობს კომფორტს, დასვენებას, სითხეების მიღებას და ბალანსირებულ, ადეკვატურ კვებას.

ჰეპატიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია წამლებთან სწორი ურთიერთობა. მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტებისგან სწორედ ღვიძლი გვიცავს, ამიტომ ექიმთან შეუთანხმებლად ერიდეთ თუნდაც ისეთ “უვნებელ” პრეპარატებს, როგორიცაა პარაცეტამოლი: ჯერ ერთი, დაავადებული ღვიძლი სათანადოდ ვერ უმკლავდება ტოქსინებს და შესაძლოა, წამალმა ბავშვს ავნოს, მეორეც, არ არის გამორიცხული, მან თვითონვე დააზიანოს ღვიძლი.

დიეტა

ნებადართულია: რძე, რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საქონლის, ქათმის, კურდღლის მჭლე ხორცი (ხბოსი და წიწილისა არასასურველია), მოხარშული მჭლე თევზი – ვირთევზა, ქარიყლაპია, კობრი; ბოსტნეული – კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, უმი და დამწნილებული კომბოსტო, ახალი კიტრი, ცოტაოდენი პომიდორი; ფაფები და მაკარონის ნაწარმი, დაღერღილი ხორბლის პური; მწვანე ბარდა; ტკბილი ხილი და კენკრა, მურაბა, თაფლი; წინა დღეს გამომცხვარი ნამცხვარი, ოღონდ არა ფენოვანი.

აკრძალულია: შემწვარი, შებოლილი, ცხარე, მლაშე, მარინადი, კონსერვი, ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი, ხახვი, ბოლოკი, სოკო, ლობიო, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი, ძმარი, ტორტი, ღვეზელი, შოკოლადი, კაკაო, ნატურალური ყავა, ნაყინი, ხორცი, ქათმის, სოკოს ბულიონი.

A ჰეპატიტის ვაქცინა დაგეხმარებათ დაავადებისგან პრევენციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

10 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები