ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც პატრნიორთან დიდხან ვერ ძლებენ

0
39
ასტროლოგია

მერწყული

ეს არის ზოდიაქოს ყველაზე მოუსვენარი ნიშანი. რამოდენიმე დღეზე მეტი ხნით გაგრძელებული ურთიერთობა, მისთვის რთული ამოცანა ხდება. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მერწყული მრავალფეროვნებას აფასებს. თან სექსუალურად, არც თუ ისე აქტიურია. ხშირად ხდება ისე, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ჯერ ხიბლავს ადამიანს, ხოლო შემდეგ თავადვე, ძალიან სწრაფად კარგავს მისდამი ინტერესს. თუ მერწყულს ინტელექტუალურად დააინტერესებთ, მაშინ მეტი შანსი გაგიჩნდებათ გრძელვადიანი ურთიერთობის ასაგებად.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წამომადგენლები სიყვარულის გამო მომენტალურად კარგავენ თავს, ნაჩქარევად უკავშირებენ ცხოვრებას ვნების ობიექტს, რასაც გარკვეული დროის შემდეგ ძალიან ნანობენ და გამალებით იწყებენ ურთიერთობის შეწყვეტაზე ფიქრს. გაურკვევლობის ასეთი პერიოდი, ვერძების ცხოვრებაში შეიძლება თვეობით გაგრძელდეს. ამ დროის მანძილზე, მათ ვნების გაღვივების არაერთი მცდელობაც აქვთ, რისი დახმარებითაც, ახერხებენ რეალურ გრძნობებში გარკვევას და სამომავლო გადაწყვეტილების მიღებას.

მშვილდოსანი

ერთი ადამიანისადმი ერთგულების გამოვლენის შეუძლებლობა, მშვილდოსნების ხასიათის ნაწილია. თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი ერთ ადგილას ან ერთი და იგივე ადამიანთან ურთიერთობაში დიდხანს რჩება, მას მოუსვენრობა და შფოთვა ეწყება. ნებისმიერი ტიპის კავშირისას, მშვილდოსნებს ასევე ესაჭირეობათ პირადი სივრცე, რომლის გარეშეც, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის აგება უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ მეწყვილედ სწორედ ეს ნიშანი აირჩიეთ და არ გინდათ მასთან დაშორება, მაშინ მოგიწევთ ხშირად დახუჭოთ თვალი მისი მხრიდან ერთგულების ფიცის დარღვევაზე.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები