კირჩხიბი
კირჩხიბებს ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ ცუდის დანახვის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. ისინი მთლიანად ნეგატიურ შეგრძნებებსა და ემოციებზე არიან კონცენტრირებულნი. დღეს კირჩხიბი შეიძლება სამყაროს მეფე იყოს, ხვალ კი — დეპრესიის მორევში მოტივტივე უმწეო ადამიანი.
მათ წყობიდან გამოყვანა უბრალო წვრილმანს შეუძლია —მანქანის დაზიანებას, საგზაო საცობს, ვიღაცის დაუფიქრებელ სიტყვას ან გეგმებიდან უმნიშვნელო გადახვევასაც კი.
კირჩხიბს „ცარიელ ადგილზე“ ნერვიულობა შესანიშნავად შეუძლია. ის დარწმუნებულია, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა განწყობილი და ამას ემოციურად გამოხატავს.
ქალწული
სახლში რემონტი, ახალი სამსახური ან მოგზაურობა — ქალწულებს შეუძლიათ, კარგი პერსპექტივაც კი ტრაგიკულ ისტორიად აქციონ და დადებით მოვლენაშიც კი უარყოფითი ასპექტები დაინახონ. ზოგჯერ ისეთი განცდა რჩება, რომ ყველა ქალწულს პესიმისტთა კურსები აქვს გავლილი და მხოლოდ იმას ხედავს, რაც დარდს და ტანჯვას იწვევს.
ქალწული გამუდმებით წარსულის მოგონებებით იტანჯება და უზარმაზარი შიშით შეჰყურებს მომავალს. ასეთ რიტმში ცხოვრება რთული და დამღლელია, მაგრამ არა ქალწულებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს რეალისტებს უწოდებენ. სინამდვილეში მათ ყოველი გაუთვალისწინებელი სიურპრიზი აღიზიანებთ და საშინლად ბრაზდებიან თუ თანამოსაუბრემ არასწორად იმოქმედა.
თევზები
თევზებისთვის ცხოვრების აზრი ტანჯვითა და სამყაროს არასრულყოფილებით ტკბობაა. ისინი მუდმივად წრეზე მოძრაობენ — „მოხიბვლიდან“ „სევდამდე“. თევზები მართლაც მუდმივი რეტროგრადული მერკურის მდგომარეობაში არიან.
სხვათა შორის, ამ ნიშანს პროფესიონალურად ტანჯვა შეუძლია, რადგან დიდი ხანია საკუთარი წუწუნიდან ხელშესახები სარგებლის მიღება ისწავლა. ისინი ძირითადად, თვითგვემით არიან დაკავებულნი, თანაც არა მარტოობაში, არამედ იმ აუდიტორიის თვალწინ, რომელსაც დახმარება შეუძლია. ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა თევზები არა მხოლოდ იტანჯებიან, არამედ აქედან თითქმის ყოველთვის რაღაც სარგებელს იღებენ.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი





