რა უნდა აჩუქოთ კუროს საახალწლოდ

0
57
#post_seo_title

საჩუქარი ქალი კუროსთვის

კურო გოგონას უყვარს როგორც დიდი, ისე პატარა სიხარული. აღფრთოვანებას ვერ დამალავს, თუნდაც შოკოლადით დაფარული მარწყვი მიართვათ საჩუქრად. ხოლო თუ მარწყვს შამპანურსაც დაუმატებთ, მისი მადლიერება მყისიერი იქნება და დაელოდეთ, ის თვითონაც აუცილებლად გაგახარებთ საპასუხო საჩუქრით, რადგან კურო გიჟდება, როცა ვინმეს საჩუქარს ურჩევს.

გეგმავთ ტანსაცმლის ჩუქებას კუროსთვის? ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რადგან კუროსთვის აქაც უპირველესი ხარისხია, ის ვერ იტანს იაფფასიან ნივთებს.

ვენერას ნიშნის ქვეშ მყოფი კუროები ცხოვრობენ პრინციპით: „არასოდეს მექნება ზედმეტი სუნამო“ და განსაკუთრებული სიხშირით იყენებენ სუნამოებს. თუ გსურთ სიურპრიზის გაკეთება, მაშინ უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ მსუბუქ ყვავილოვან სურნელებს ნეროლის, გრეიფრუტის და ვარდის ნოტებით. შესანიშნავი ვარიანტია ტანის პარფიუმერიული ზეთი (დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად სჯობს დააზუსტოთ კუროს საყვარელი სუნამოს სახელწოდება და ისე მიართვათ).

ყელი ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის სხეულის განსაკუთრებული ნაწილია, ამიტომ ინდიგო ან ღია ცისფერი შარფი (ლურჯი კუროს იღბლის ფერია) ძალიან უხდება.

რაც შეეხება სამკაულებს, ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ სამკაულს ზურმუხტის დეტალებით. სხვათა შორის, ძველი ეგვიპტელები ზურმუხტს სიყვარულის ქვად თვლიდნენ, რომელიც ნაყოფიერებისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა.

საჩუქარი მამაკაცი კუროსთვის

კუროები ჯენტლმენები და ნამდვილი გურმანები არიან. დაჯავშნეთ მაგიდა სასიამოვნო ატმოსფეროში დახვეწილ რესტორანში, აჩუქეთ ბოთლი ძვირადღირებული ღვინო ან შოკოლადი ─ და სამუდამოდ დარჩებით მის გულში. კუროს ასევე უყვარს ტაქტილური შეგრძნებები, ამიტომ შვედური მასაჟის სერტიფიკატი მდიდრულ SPA-ში აუცილებლად გაახარებს. ისინი ასევე ახალი სუნამოების და მუსიკის დიდი თაყვანისმცემლები არიან, ამიტომ გულგრილები არ დარჩებიან, თუ მიიღებენ ბილეთს როკ კონცერტზე, მიუზიკლზე ან ჯაზზე (აქ ყველაფერი ინდივიდუალურ პრეფერენციებზეა დამოკიდებული).

კუროები სიხარულით მიიპკურებენ ახალ სუნამოს და ღონისძიებაზე ახალი სურნელით და თავდაჯერებულები წავლენ.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

READ  არ გადაყაროთ გატეხილი სარკის ნატეხები, გამოიყენეთ მარილი... როგორ მოვიზიდოთ იღბალი და წარმატება

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi