რას ნიშნავს „ოქროს წუთი“

0
1
#post_seo_title

ამ წუთს შეუძლია აგისრულოთ ყველა სურვილი, თუკი სწორად გამოიყენებთ მას.

შეიძლება აქამდე არც კი გსმენიათ, მაგრამ დღე-ღამეში არის დრო, როცა კავშირი თქვენს ცნობიერებასა და მისი წარმოშობის წყაროსთან – სამყაროსთან, ფაქტიურად განუყოფელია. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს დრო გრძელდება მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში და ხშირად ადამიანები მას უშედეგოდ კარგავენ.

 

„ოქროს წუთი“-ს პერიოდში ადამიანის ეგო მიძინებულია და მას მხოლოდ ბედნიერების განცდა შეუძლია, რადგან მისი ცნობიერება პოზიტიურად იღებს ყველა სიგნალს, რომელსაც მას ცნობიერების წყარო აწვდის. წუთის ეს გაელვება მოიცავს თქვენს გონებას და სხეულს ნებისმიერ მდგომარეობაში, მნიშვნელობა არ აქვს გღვიძავთ, თუ გძინავთ. ამ მომენტში თქვენი გული და ცნობიერება პირდაპირ კონტაქტს ამყარებენ უმაღლეს ძალებთან.

გარკვეულწილად, ამ მომენტს შეუძლია მოგცეთ ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე გიოცნებიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი მოქმედების ძალას სწორად გამოიყენებთ.

უფრო რომ დავაზუსტოთ, „ოქროს წუთი“ – ეს არის დროის ის მონაკვეთი, როცა თქვენი მფარველი ანგელოზი იღებს მოქმედების სრულ თავისუფლებას. ასტროლოგების უმრავლესობა თვლის, რომ მიზიდულობის კანონი მჭიდრო კავშირშია დროის ამ უცნაურ მონაკვეთთან და თუ ამ 60 წამის განმავლობაში ყოველდღიურად დაამყარებთ კავშირს სამყაროსთან და სთხოვთ რამეს – ის აუცილებლად გაიგებს და აგისრულებთ.

რაც უფრო ხშირად და მეტად იაქტიურებთ დროის ამ მონაკვეთში, მით უფრო მეტად მიაწვდენთ ხმას ზებუნებრივ ძალებს და მით მეტი ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. შეიგრძნობთ განახლებულ ენერგიას და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეამჩნევთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაშიც. რაც უფრო გაცნობიერებული და კონცენტრირებული იქნებით დროის ამ პერიოდში, მით უფრო მყარი კავშირი დამყარდება თქვენსა და სამყაროს შორის.

საკუთარი „ოქროს წუთი“-ს გაგება, გარკვეულ გამოთვლას საჭიროებს. მაგალითად, თუ სურვილს თვის 1-დან 24 რიცხვამდე ჩაიფიქრებთ, საჭიროა საფუძვლად აიღოთ თვის ნომერი და დღე, ანუ, თუ თქვენ გინდათ, რომ სურვილი 21 იანვარს ჩაიფიქროთ (21.01), ამის გაკეთება შეგიძლიათ 21:01 საათზე – სწორედ ამ პერიოდში იქნება თქვენი „ოქროს წუთი“.

READ  „საწოლის ზემოთ ჩამოკიდეთ მთვარის სურათი...“ - როგორ მოიზიდოთ სიყვარული ფენ შუის დახმარებით

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi