ვერძი
დადებითი მოვლენები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე უარყოფითი. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66, 76.
ამ ასაკში მომხდარი მოვლენები შეიძლება ყველაზე კარგი არ იყოს, მაგრამ ისინი აუცილებლად იქნება საბედისწერო. პერიოდი, რომელიც დადგება 40 წლის მერე, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ!
კურო
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. დაბადებიდან 30 წლამდე პერიოდს ბედნიერი უწოდო, რთულია, მაგრამ 30–ის მერე ნამდვილი ბედნიერების წლები მოდის.
ტყუპი
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 10, 20, 30, 40, 50, 64, 70, 80.
ტანჯვისა და უსიამოვნებებისგან უხილავი ძალა გიცავთ. სწორედ ამიტომ რთული პერიოდები არ გქონიათ და არც გექნებათ. თქვენი ცხოვრება მშვიდი და ზომიერი იქნება.
კირჩხიბი
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60, 75. ცხოვრებისადმი აღფრთოვანებული დამოკიდებულება რომანტიკულ ტალღაზე 30 წლამდე გამყოფებთ. შემდეგ თქვენი ემოციურობა რამდენადმე დაიკლებს. ყველაფერი არ მოგეწონებათ, რასაც ცხოვრება გიმზადებთ.
ლომი
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია:19, 36, 40, 57, 60, 76.
უკვდავი ოპტიმიზმი და საკუთარი ძალების რწმენა ლომებს როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდების ღირსეულად გადატანაში დაეხმარება.
ქალწული
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 21, 24, 32, 41, 50.
ქალწულების ყველაზე მეტი ემოცია და სასიამოვნო მოგონება კარიერას უკავშირდება. არ იდარდოთ, სამუშაოს ისეთი კმაყოფილების მოტანა შეუძლია, რომელიც ოჯახური ცხოვრებისგან მიღებულ სიამოვნებას არაფრით ჩამოუვარდება.
სასწორი
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.
სასწორები ცხოვრებაში მრავალმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ შეიძლება უეცარ წარმატებამდე მიიყვანოს. მადლიერებით მიიღეთ თითოეული დაბრკოლება ცხოვრების გზაზე – ის შეიძლება შენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ახალი საფეხური აღმოჩნდეს.
მორიელი
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 25, 30, 45, 50, 60, 74.
მორიელებს ურჩევნიათ, თავიანთი ბობოქარი ხასიათი მოარჯულონ. ცხოვრების გზაზე შექმნილი ყველა დაბრკოლება მხოლოდ თავიანთი დამსახურებაა.
მშვილდოსანი
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.
თითოეული განვლილი წელი მშვილდოსნებს შეუფასებელი გამოცდილებით ასაჩუქრებს. ისინი ნამდვილად წარმატებული და ბედნიერი ადამიანები არიან.
თხის რქა
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57.
დაიმახსოვრეთ ეს წლები. საბედისწერო ცვლილებები მოგიტანთ როგორც სიხარულს, ისე სევდას. მზად იყავით ნებისმიერი გამოცდისთვის, თქვენ მას ღირსეულად გაუძლებთ!
მერწყული
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. მიუხედავად სხვადასხვა ცრურწმენისადმი ზერელე დამოკიდებულებისა, ერთხელ აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სწორედ ერთ–ერთ ამ ასაკში მიაღწიეთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას.
თევზები
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60.
ზედმეტი ემოციურობა თევზებს ხელს უშლის, დატკბნენ მომენტით და სიხარულით მიიღონ ის ცვლილებები, რომელიც მათ ცხოვრებაში ხდება. უფრო ბედნიერი გახდებით, თუ შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi





