შენი კეთილდღეობა გველის წელიწადში

0
9

თუ გველს დაუმეგობრდები, გაიგებ მის დამოკიდებულებასა და პრინციპებს ფულის მიმართ, შეძლებ გაზარდო და სტაბილური გახადო შენი შემოსავალი.

ვისაც სურს, რომ გველის წელიწადში გაიორმაგოს მატერიალური კეთილდღეობა, უნდა გახდეს მეტად ანგარიშიანი და ყურადღებიანი. მსოფლიოში ფინანსური სიტუაცია არასტაბილური იქნება, ამიტომაც უმჯობესია, წელს მსხვილი ინვესტიციები არ გააკეთოთ, განსაკუთრებით, მარტიდან ივლისის ჩათვლით.

ვირთხა

მიზანდასახულობა და ხასიათის სიმტკიცე საბოლოო ჯამში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. შემოდგომის დასაწყისში ბიუჯეტის შევსებას შეძლებ.

ხარი

მოგიწევს ბევრი მუშაობა. ყველაფერი პირველივე ცდაზე არ მოგეცემა. სამაგიეროდ, მიღებული გამოცდილება და კავშირები დაგეხმარება, წინ წაიწიო კარიერაში და ყოველთვიური შემოსავალიც გაზარდო.

ვეფხვი

თუ წლის დასაწყისში დიდ კრედიტს არ გამოიტან, მაშინ ფინანსური პრობლემები 2013 წელს არ შეგექმნება. სექტემბრიდან დეკემბრამდე მოგინდება უფრო შემოსავლიანი სამუშაოს შოვნა. ნუ მიიღებ პირველივე წინადადებას. გველი გულუხვად აჯილდოებს მათ, ვისაც მოთმინების უნარი აქვს.

გველი

შენ იცი, რა ძნელია ფულის შოვნა. ამიტომაც ყოველთვის გადადებული გაქვს “შავი დღისთვის”. შემოდგომისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო დაგჭირდება. თუ გაუთვალისწინებელ ხარჯებს თავს აარიდებ, მატერიალური პრობლემები არ შეგექმნება.

კატა (კურდღელი)

შეამცირე ხარჯვა, თორემ ვალებში გადავარდები. აგვისტოში მოულოდნელი შემოსავალი გაგიჩნდება. ფულის დიდი ნაწილი სამომავლოდ გადადე, ცოტა კი საქველმოქმედო საქმიანობას შესწირე – ეს დადებითად აისახება შენს მომავალ წარმატებაზე.

დრაკონი

დამოუკიდებლად იმოქმედე, იხელმძღვანელე საკუთარი ინტუიციით, ნუ ელი გარშემომყოფების მხარდაჭერას. ყველაზე შემოსავლიანი 2013 წლის ბოლო ტრიმესტრი იქნება.

ცხენი

ისეთი აქტიური სამუშაო ტემპი გაქვს აღებული, რომ ვერავინ გეწევა. შენი შემოსავლის წყარო ჰობი გახდება, ხოლო წლის მეორე ნახევარში ძირითად სამუშაოზე პრემიით დაგაჯილდოებენ.

თხა

ყველაზე არასტაბილური და არამდგრადი მაისი, სექტემბერი და დეკემბერი იქნება. შეეცადე, აქედანვე დაზოგო ფული. თავი შორს დაიჭირე აზარტული თამაშებისგან და საეჭვო წინადადებებისგან.

მაიმუნი

2013 შენთვის უფრო ხარჯების წელი იქნება, ვიდრე შემოსავლების, მაგრამ ეს სასარგებლოდ დახარჯული ფული იქნება – სწავლასა და პროფესიონალურ განვითარებაზე. ეს შენ მიერ ჩადებული კარგი კაპიტალი იქნება მომავალი წარმატებისთვის.

READ  ამ დღეს თმა არ შეიჭრათ

მამალი

ლოგიკისა და მოძველებული შეხედულებების წინააღმდეგ იმოქმედე და მთელ წელს არხეინად გაატარებ. შესაძლოა, პარტნიორთან ერთად ბიზნესი წამოიწყო. დასაწყისი რთული იქნება, მაგრამ ზაფხულის შუა რიცხვებამდე ფულადი შემოსავლები ნელ-ნელა გაიზრდება.

ძაღლი

ეცადე, არსად ილაპარაკო შენი ოჯახის შემოსავლებზე. მსხვილი საყიდლები უმჯობესია წლის შუალედისთვის გადადო. შეცვალე სამუშაო ადგილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრი დამატებითი შემოთავაზება გექნება.

ტახი

ფულს მაგნიტივით მიიზიდავ, თანაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. აპრილიდან ივლისის ჩათვლით ნუ გააკეთებ მნიშვნელოვან შენაძენს. თამამად მოსინჯე ძალები ახალ სფეროში.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi