აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის

0
111
#post_seo_title
☀ 2 აპრილს, პიკი იქნება 06:11-ზე, სავსემთვარეობა გველოდება სასწორში – შედეგი უნდა მიიღოთ ან დაასრულოთ ის საქმე, რაც 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყეთ. რაღაც უნდა გაირკვეს თქვენი სოციალური სტატუსის, კარიერის სფეროში. შეიძლება სტატუსი შეგეცვალოთ სამსახურიდან წამოსვლის, პენსიაზე გასვლის, შვილიშვილის შეძენის ქორწინების ან დიპლომის აღების გამო. თუ სახელმწიფო უწყებებთან გქონდათ კომუნიკაცია, მიიღებთ საბუთს, შედეგს.
☀ 3 აპრილს მერკური და იუპიტერი მეგობრულ ასპექტს ქმნიან – საბოლოო შედეგი უნდა მიიღოთ იმ საქმეზე, რაზეც აქამდე მუშაობდით, პროექტი, თვითრეკლამა, პრეზენტაცია, შვილების წარმატება. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვინც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში.
☀ 5 აპრილს მზე დაძაბულ ასპექტს შექმნის იუპიტერთან – მოერიდეთ კონფლიქტს მემკვიდრეობის ან ქონების გაყოფის გამო ოჯახის წევრებთან, შეიძლება გამოგიჩნდნენ ახალი შემცილეები. თუ იპოთეკა გაქვთ, დროულად და დაკვირვებით გადაიხადეთ.
☀ 8 აპრილს – მარსი ჰარმონიულ ასპექტშია ურანთან – ამ ორის კავშირი იშვიათადაა ჰარმონიული თუმცა, გელოდებათ წარმატება მოგზაურობის დროს, იმოქმედეთ სპონტანურად. არ დაიტვირთოთ რთული საქმეებით. თუმცა, მაინც ფრთხილად აალებად, ფეთქებად და ელექტრონივთებთან.
☀ 9 აპრილს – მარსი თავის ნიშანში – ვერძში გადავა – გახშირდება კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, სახლში. ზოგიერთმა სახლში შეიძლება წამოიწყოთ რემონტი თქვენი ინიციატივით ან რამის დაზიანების შედეგად. მშვიდად მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.
☀ 13 აპრილს მარსი-ნეპტუნის შეერთება გველოდება ვერძში – იშვიათი მოვლენაა. გაფრთხილდით, რომ რაღაც ილუზიების გამო საფრთხე არ შეუქმნათ თქვენი ოჯახის წევრებს, ოჯახურ იდილიას.
☀ ამავე დღეს, 13 აპრილს იუპიტერი ჰარმონიულ კავშირშია ვენერასთან – პირადი პროექტების განხორციელების დრო დაგიდგათ. სასიამოვნო ამბები გელოდებათ პირად ცხოვრებაში. შვილები გაგახარებენ თავიანთი კარგი ამბებით. ან სადმე, სასიამოვნო ადგილას წახვალთ, ან გელოდებათ შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებენ.
☀ 14 აპრილს მერკური-ურანის ჰარმონიული ასპექტი გველოდება – სასიამოვნო შეხვედრები და ცოტა ავანტიურული ქმედებები გელოდებათ, რაც თქვენგან იშვიათობაა, მაგრამ იხალისებთ. იღბლიანი იქნება გაჯეტების შეძენა, ზოგადად ყიდვა-გაყიდვა. ზოგიერთი სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ.
☀ 15 აპრილს მერკური ვერძში გადავა – გახშირდება სტუმრიანობა ოჯახში. მიიღებთ ამბებს ნათესავებზე. თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებთ, გააფორმებთ დოკუმენტებს, მიიღებთ საჭირო საბუთებს. შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავროთ ქალაქგარეთ. ამასთან, მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან.
☀ 16 აპრილს მარსი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება – ფული უნდა მიიღოთ უძრავი ქონებიდან ან ფული დააბანდოთ უძრავ ქონებაში. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენი ოჯახის მამაკაც წევრს.
☀ 17 აპრილს, 15:51-ზე ახალმთვარეობა გველოდება ვერძის ზოდიაქოში – ისევ ოჯახის, უძრავი ქონების და ნათესავების თემებია აქტუალური. რაღაც სიახლე უნდა იყოს თქვენს ოჯახში. ზოგიერთი შეიძლება უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ. შეიძლება ოჯახში ახალი წევრი შემოგივიდეთ.
☀ 19 აპრილს მერკურის, სატურნისა და მარსის შეერთება გველოდება – რაღაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ ოჯახის ან უძრავი ქონების თემაზე (რემონტი, განახლება). თუ შეძენაზეა საუბარი, შეიძლება იპოთეკა გააფორმოთ, ან სულაც შეიძლება დაქორწინდეთ, ოჯახი შექმნათ და დოკუმენტურად გააფორმოთ.
☀ ოც აპრილს, 05:38-ზე მზე კუროს ზოდიაქოში გადავა – თქვენთვის კარგი დრო დგება, ფლირტის, რომანტიკის, გემრიელობების დაგემოვნების, შემოქმედებითი იდეები განხორციელების.
☀ 24 აპრილს ვენერა კუროდან ტყუპში გადადის – მოგიდებათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ჰარმონიულო ურთიერთობა გექნებათ კოლეგებთან, კლიენტებთან. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, მანდილოსნები ჩაიტარებთ სამედიცინო გამოკვლევებს. ჰარმონიულად და ლამაზად დაიწყეთ წონის კლება.
☀ 24 აპრილს ვენერა შეერთებაშია ურანთან – რაღაც მოულოდნელი და რომანტიკული უნდა მოხდეს. შეიძლება განახორციელოთ გიჟური შემოქმედებითი იდეა. ზოგიერთმა კი შეიძლება გაიგოთ (სრულიად მოულოდნელად), რომ შვილი გეყოლებათ. ზოგიერთს მოულოდნელი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
☀ 26 აპრილს ურანი ტყუპში გადავა – დღეიდან 2033 წლამდე სიგიჟეები და მოულოდნელობები გელოდებათ სამსახურის (განრიგი, კლიენტები, გარემო), ყოველდღიური რუტინის, ჯანმრთელობის (შეიძლება სრულიად არასპორტული იყავით და გადაწყვიტოთ ათლეტის ტანის დაყენება) სფეროში.
ამავე დღეს, 26 აპრილს მერკური დაძაბულ ასპექტს შექმნის იუპიტერთან – მოერიდეთ ფულის გამო ოჯახის წევრებთან კამათს. დროულად გადაიხადეთ იპოთეკა, კომუნალური გადასახადები.
☀ 28 აპრილს – ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია პლუტონთან – თუ ახლა დაიწყეთ მუშაობა, შეიძლება პირველი ხელფასი აიღოთ ან გაგეზარდოთ შემოსავალი. სასიამოვნო ტრანსფორმაცია გელოდებათ სამსახურის თემაში. არაა გამორიცხული, რომ საოცრად დიდი ფული გადაიხადოთ ლამაზ შინაურ ცხოველში. ზოგადად, კარგია რამე ლამაზი ნივთების შეძენა ან სპორტდარბაზის აბონემენტის შეძენა.
☀ ძვირფასო, თხის რქებო, ჰარმონიული და სასიამოვნო აპრილი გქონდეთ!
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  „სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ, თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi