ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად იტყუებიან

0
74
ზოდიაქოს ნიშნები

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი უნიკალური თვისებები აქვს – ზოგი პირდაპირობით გამოირჩევა, ზოგი კი მოხერხებული მანიპულატორია. თუმცა ასტროლოგების აზრით, არსებობენ ნიშნები, რომლებსაც ტყუილი განსაკუთრებით კარგად გამოსდით – ხან თავიანთი ინტერესების დასაცავად, ხან სიტუაციის გასამარტივებლად, ხან კი უბრალოდ თამაშით.

აი, რომლები არიან ისინი:

ლომი

ლომები არ არიან სტანდარტულად მატყუარები, მაგრამ უყვართ შთაბეჭდილების მოხდენა. ამის გამო ზოგჯერ ამშვენებენ ფაქტებს, აჭარბებენ წარმატებებს ან გმირულ ამბებს ჰქმნიან საკუთარი თავზე. მათთვის ეს უფრო სტატუსისა და ავტორიტეტის შენარჩუნების ფორმაა, ვიდრე ბოროტი განზრახვა.

ტყუპები

ტყუპებს აქვთ უნარი, ერთდროულად რამდენიმე რეალობაში იცხოვრონ. ისინი კომუნიკაციის ოსტატები არიან და ტყუილი მათთვის არცთუ იშვიათად ხდება „სიტუაციის შემსუბუქების“ საშუალება. ტყუილში მათი მიზანი ხშირად გართობა ან კონფლიქტების თავიდან აცილებაა, მაგრამ ზოგჯერ რეალობას ისე შორდებიან, რომ თავადაც იჯერებენ თავიანთ ამბებს.

მორიელი

მორიელები იშვიათად იტყუებიან უაზროდ – მათ ტყუილს ყოველთვის მიზანი და გათვლა ახლავს. ეს ნიშანი ცნობილია სტრატეგიული აზროვნებით და თუ ტყუილს მიმართავენ, ის შეიძლება ძალიან კარგად დაგეგმილი იყოს. მათთვის სიმართლე ძალაუფლების ნაწილი შეიძლება გახდეს, ამიტომ ხშირად ფრთხილად შერჩეული სიტყვებით ფარავენ რეალობას.

თევზები

თევზები დიდი ფანტაზიორები არიან. მათი ტყუილები ხშირად არაფერს ავნებს და უფრო ილუზიებში ცხოვრებას ემსახურება. ისინი ზოგჯერ თავს არიდებენ სიმართლეს, თუ ის სხვის ან საკუთარი გრძნობების დაკნინებას იწვევს. თევზებს არ უყვართ პირდაპირობა, ამიტომ მტკივნეული თემებისგან თავს ხშირად ტყუილით იშორებენ.

სასწორი

სასწორებს არ სურთ ვინმეს გული ატკინონ – ეს მათი ყველაზე დიდი მოტივატორია ტყუილის დროს. ისინი სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნებას ცდილობენ და ამ პროცესში ზოგჯერ სიმართლეს არჩევენ დამალვას. მათი ტყუილი თითქმის ყოველთვის “თეთრია”, თუმცა დროდადრო ეს პატარა კომპრომისები პრობლემებად იქცევა.