იდეალური მამაკაცი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

0
77
#post_seo_title

ქალი ვერძი

ცეცხლოვანი ტემპერამენტისა და მამაკაცური ხასიათის მქონეა. ენერგიულია და რთულ საკითხებსაც კი მშვიდად აგვარებს.

შესაფერისი პარტნიორები:

კირჩხიბი-მამაკაცი. ვერძი გაუბედავ კირჩხიბს ენთუზიაზმითა და აქტიურობით მოხიბლავს. მას მოეწონება მისი ამოუცნობი და ექსცენტრიკული ხასიათი.

თევზები-მამაკაცი. მხოლოდ მგრძნობიარე თევზებს შეუძლიათ ვერძის გაგება, მისი ყურადღებითა და მზრუნველობით განებივრება.

შეუთავსებელი პარტნიორები:

ტყუპი-მამაკაცი. თავდაპირველად მათ ერთმანეთის ვნება აკავებთ, მაგრამ ტყუპს ვერძის რაციონალურობა დააფრთხობს.

ლომი-მამაკაცი. თავისუფლების მოყვარე ვერძი ლომის მბრძანებლობას ვერ აიტანს. ლიდერობისთვის ბრძოლს გარდაუვალი იქნება.

ქალი კურო

გემოვნებიანი ქალია. აფასებს სიმდიდრეს და შეუძლია სიმყუდროვის შექმნა. ერთგული პარტნიორია და ნებისმიერი საიდუმლოს შენახვა შეუძლია.

შესაფერისი პარტნიორები:

კურო-მამაკაცი. ორი კურო ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებს. საერთო მიზნები აქვთ და თითქმის არც კი კამათობენ.

კირჩხიბი-მამაკაცი. კურო ქალის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ემოციურად ერთმანეთის მსგავსები არიან. ჰარმონიული კავშირია.

შეუთავსებელი პარტნიორები:

ლომი-მამაკაცი. კუროს ის ზედმეტად მომთხოვნი და ემოციურად შეუსაბამო მოეჩვენება. ამასთანავე, კუროს ცხოვრების წესი ლომისთვის მოსაწყენია.

მშვილდოსანი-მამაკაცი. ცოტა აქვთ საერთო. კუროს სტაბილურობა მოსწონს, მშვილდოსანი ცვალებადი და არასტაბილურია.

ქალი ტყუპი

რომანტიკული და საინტერესოა. სწამს სიყვარულის და შეუძლია ცხოვრებით ტკბობა. უამრავი ნიჭი აქვს და ადვილად უმეგობრდება ადამიანებს.

შესაფერისი პარტნიორები:

კირჩხიბი-მამაკაცი. ორივე მუდმივად სიყვარულის ძიებაშია. ერთმანეთს კარგად გაუგებენ.

სასწორი-მამაკაცი. ჰარმონიული წყვილია. ერთმანეთის გვერდით არასდროს მოიწყენენ. იდეალურად ეთავსებიან სექსუალურადაც.

შეუთავსებელი პარტნიორები:

მორიელი-მამაკაცი. მუდმივად ეცდება ტყუპის კონტროლს. დაუსრულებლად მოუწყობს ეჭვიანობის სცენებს.

ქალწული-მამაკაცი. ტყუპს წყობიდან გამოიყვანს მისი სიმშვიდე და უემოციობა.

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  ზოდიაქოს 6 ნიშანი წლის ბოლომდე ნამდვილ ბედნიერებას იპოვის