#post_seo_title

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის

SheniHoroskopi.ge
ავტორიSheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
5 წუთიანი წაკითხვა
3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე – მეტად გახდებით სოციალურად აქტიური, მოგინდებათ ახალი და მყარი კავშირების გაბმა. ზოგიერთმა შეიძლება განაახოთ კომუნიკაცია ადამიანთან, ვისთანაც ადრე საერთო საქმე და გეგმა გქონდათ. ზოგიერთი გაერთიანდებით თანამოაზრეებთან საერთო მიზნის მისაღწევად. კარგი პერიოდია ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვისთვის.
☀ 5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური – პლუტონთან – რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. შესაძლებელია გარშემო მყოფებმა გამოთქვან პრეტენზიები თქვენ მიმართ, იყოს ფინანსური გაურკვევლობა. ზოგადად, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ.
☀ 6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) – მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას (ფსიქოლოგიურს, ემოციურს, ფიზიკურს), დაალაგეთ სამსახურში გრაფიკი თქვენი ინტერესების გათვალისწინებით. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.
☀ 6 მაისს პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე – პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და ბრუნდება კონკრეტულ წერტილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა პირველ ჯერზე. პლუტონი რეტროგრადული ხდება თქვენი მემკვიდრეობის, დაზღვევის, პარტნიორის ფინანსებისა და ვნების სფეროში. ეცადეთ, ეს თემები სიფრთხილით და დაკვირვებით მოაწესრიგოთ.
☀ 14 მაისს მზე-მერკურის შეერთებაა კუროში – თუ აუცილებელი არაა, არ გააფორმოთ ხელშეკრულება, არ დაიწყოთ ახალი საქმე. აი, ახალი იდეები, რომლებიც დღეს დაგებადებათ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ, რომ მომავალში განახორციელოთ.
☀ 17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში, 00:01-ზე – მეტად იგრძნობთ გარშემო მყოფებისგან კეთილგანწყობას; ხალხიც მზად იქნება თქვენს დასახმარებლად. საუკეთესო დრო დგება ახალი მიზნების განსახორციელებლად, სწავლისთვის. შეიძლება ოფიციალურად გახდეთ ახალი გუნდის, კოლექტივის წევრი. ზოგიერთს გელოდებათ ახალი რომანტიკული ნაცნობობა ან ინტერნეტსაქმიანობა.
☀ 17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში – ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე. ამ დღიდან მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, განმარტოებას. კარგი იქნება იმ ადგილების მონახულება, სადაც დიდი ხანია არ ყოფილხართ; შეხვედრა დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან, მიმოწერა მათთან ან წმინდა ადგილების მოლოცვა. თქვენ ისედაც გიყვართ წარსულზე ფიქრი და ახლა უფრო გაგიმძაფრდებათ ეს შეგრძნება. შეიძლება გადახედოთ ძველ დოკუმენტებს, საბუთებს და არაა გამორიცხული, რომ თქვენთვის აქამდე დაფარულ ინფორმაციას მიაგნოთ. ზოგიერთს მოგინდებათ განმარტოებით მუშაობა, კითხვა, ბუნებაში სეირნობა და ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთება.
☀ 17 მაისიდან 23 ივნისამდე მარსი კუროშია – კოლექტივთან ან თანამოაზრეებთან ერთად მუშაობა კარგ შედეგებს მოგიტანთ. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, მაგრამ არა აგრესია. საუკეთესო დროა პრეზენტაციების მოსაწყობად, აიტიტქნოლოგიებში გასარკვევად და მათ დასანერგად თქვენს საქმიანობაში.
☀ 18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან – წარსული უნდა დატოვოთ წარსულში. რაღაც უნდა მოიშოროთ. ძირითადად, შიშები, რომ რაღაც არ ან ვერ გამოგივით. ახლა მიხვდებით, რომ შეუძლებელი თქვენთვის არაფერია და უფრო მეტიც, უფრო მეტი ცოდნა და გამძაფრებული ინტუიცია გაქვთ.
☀ 19 მაისს ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე – მიხვდებით, რომ მეტად უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, რომ მეტს იმსახურებთ, მოგინდებათ სიყვარული და მოფერება. გაიუმჯობესეთ სტილი, იმიჯი, გამოავლინეთ ინიციატივა, რომ გააბათ რომანტიკული კავშირი. დაწყვილებულების ცხოვრებაში კი მეორე თაფლობის თვე დადგება.
☀ 21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის – ამ დღიდან ცოოოტათი შეამცირეთ აქტიურობა; უნდა დაისვენოთ, გადახედოთ ამ ერთი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს და გამოიტანით ობიექტური დასკვნები, კარგი იქნება, თუ დაიწყებთ რამის მოშორებას (კავშირები, საქმე, ვალდებულება), რათა მზის გადმოსვალს (მზე თქვენს ნიშანში გადმოვა 21 ივნისს, 12:25-ზე) თქვენს ნიშანში განსაკუთრებულად შეხვდეთ, – მომავლისთვის მზად და გათავისუფლებული წარსულის, ზედმეტი ტვირთისგან.
☀ 22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია – შეიძლება დაგებადოთ გენიალური იდეა, მიიღოთ რაღაც ცოდნა, ინფორმაცია თქვენი წინაპრებისგან; რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს და დააკვირდით.
☀ 25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან – თუ აუცილებელი არაა, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. ობიექტურად შეაფასეთ გარშემო მყოფები.
☀ 26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან – გეძლევათ მეორე შანსი, რომ მიუბრუნდეთ მემკვიდრეობასთან, გადასახადებთან, ვალებთან დაკავშირებულ საკითხებს და მოაგვაროთ ისინი.
☀ 31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში – სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული. თუ მკურნალობდით, გამოჯანმრთელდებით. თუ გამოკვლევები გქონდათ ჩატარებული, მიიღებთ პასუხებს. მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვარჯიშს. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი, დაასრულოთ პროქტი, რომელზეც მუშაობდით… ვრცლად
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წელი ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული იქნება

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniHoroskopi.ge. მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d-2/
shenihoroskopi.ge
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniHoroskopi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.