20 მარტს მზე თქვენს ნიშანში გადმოვა და ამოისუნთქავთ. ახლა თქვენი მმართველი მარსი მზესთან ერთად თქვენი შიშებისა და განმარტოების სახლშია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ უფრო მეტად გინდათ დასვენება, ან თუ უენერგიო ხართ. მთელი თვის განმავლობაში მარსი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს აკეთებს და ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს წარსული მოსვენებას არ გაძლევთ. თითქოს, რაღაც უხილავი, ფარული ძალა გერჩით და გმტრობთ. თქვენი დაბადების დღე თქვენი ახალი წელია და მას განსაკუთრებულად უნდა შეხვდეთ. ეცადეთ, დაბადების დღემდე და თუ შესაძლებელია, ვერძში ახალმთვარეობამდე, ახალი საქმეები არ დაიწყოთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი წარსულის გასაანალიზებლად, ძველის (ნივთები, საქმეები, ადამიანები) მოსაცილებლად, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, უფრო დაისვენეთ, შეამცირეთ კომუნიკაცია.
11 მარტს იუპიტერი – დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება – 2-3 დღე დაიცადეთ და დაიწყეთ საბინაო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. კარგი ქინება ბინის რემონტი, გაფართოება. ნუ დაივიწყებთ მშობლებს, მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ მათ მიმართ.
13 მარტს მარსი შეერთებაშია კარმულ ჩრდილოეთ მთვარის კვანძთან – დაფიქრდით, რა მოგიტანთ მომავალში წარმატებას და რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ წარმატებული გახდეთ. არ გირჩევთ საკუთარი მიზნების სხვებისთვის გაზიარებას, უმჯობესია, განმარტოებით იმოქმედოთ.
14 მარტს მარსი კვადრატშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – გაფრთხილდით, რომ თქვენმა აქტიურობამ არ დაგაზარალოთ, ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ფრთხილად, მჭრელ და აალებად ნივთებთან.
15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – მიიღებთ საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ფარული მტრები გააქტიურდნენ და რაღაც ჭორები აგიგორონ, შეეცადონ თქვენს დაზარალებას. ამასთან, გაფრთხილდით, რას ამბობთ და ვისთან, ფრთხილად საჭესთან.
16 მარტს მერკური კვადრატში ლილიტთან – თქვენი სიტყვა შეიძლება წყევლასავით გაჟღერდეს, ამიტომ დაუფიქრებლად ნურაფერს იტყვით, გარდა ამისა, დააკვირდით, რომ არ აგერიოთ მარშრუტი, ზოგადად, ფრთხილად გადაადგილებისას. არ დაუშვათ საბუთებში შეცდომები, არ გაავრცელოთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
19 მარტს ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – ამ დღიდან უნდა შეამციროთ აქტიურობა და მეტად დაისვენოთ, განმარტოვდეთ ბუნებაში. დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიში, დიეტა, გამოჯანმრთელების პროცესი. ზოგიერთს შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გააქტიურდებიან ფარული მტრები, იქნება მოულოდნელი საფრთხეები და დაბრკოლებები. ზოგადად, დააკვირდით რა მოხდება ამ დღიდან თქვენს დაბადების დღემდე, ასე სამყარო მიგითითებთ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ.
ძვირფასო ვერძებო, 20 მარტს, 18:46-ზე მზე გადმოდის თქვენს ნიშანში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. გილოცავთ, ახლა თქვენი დროა და გისურვებთ, საუკეთესოდ გამოიყენოთ ეს პერიოდი. აი, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში კი 17 აპრილს გველოდება, 15:51-ზე.
21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – გადაკეთების დრო დასრულდა და ახლა უნდა დაიწყოთ მუშაობა, თუ აქამდე არასწორ ინფორმაციას გაწვდიდნენ ან შეფერხება იყო საქონლის მიღებაში, დოკუმენტების გაფორმებაში, ეს დრო წარსულს ჩაბარდება.
22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაში თქვენს ნიშანში – განახორციელებთ მიზანს, აისრულებთ სურვილს. თუმცა, არ გირჩევთ ილუზიებში გადავარდნას, მოტყუებას და ცრუ დაპირებების გაცემას. ფრთხილად ალკოჰოლურ და მათრობელა საშუალებებთან.
25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაში თქვენს ნიშანში – ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ, მუშაობისას დაიცვათ დედლაინი. შეიძლება რაღაც აკრძალვა დაუწესოთ საკუთარ თავს. ზოგიერთმა შეიძლება ზედმეტი ვალდებულებების გამო თავის წნეხის ქვეშ წარმოიდგინოთ. კარგი იქნება, თუ მავნე ჩვევებს ალაგმავთ და სასარგებლო თვისებებს დანერგავთ თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთმა შეიძლება დიეტის დაწყება გადაწყვიტოთ ან გარკვეული პროდუქტი აუკრძალოთ საკუთარ თავს.
30 მარტს ვენერა კუროში გადავა 2026 წლის 24 აპრილამდე – ამ დღიდან უნდა გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა, იზრუნოთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთი გახდებით მეტად რომანტიკული, მოგინდებათ საკუთარი თავის მოლამაზება, ფულის დაბანდება ლამაზ, ხარისხიან და ძვირადღირებულ ნივთებში. უფრო ვრცლად
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi