მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის

0
97
#post_seo_title
☀ 12 მარტს იუპიტერი – დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება და მერე გადმოვა თქვენს ნიშანში – ქველმოქმედება თქვენ ყველაზე კარგად გამოგდით და სხვების დახმარებით, საკუთარ თავსაც დაეხმარებით. კარგი იქნება წმინდა ადგილების მოლოცვა, საკუთარ სურვილებში გარკვევა., წარსულის გაანალიზება. შეძლებისადაგვარად დაისვენეთ ზღვაზე; კარგია წყლის პროცედურები.
☀ 13 მარტს მარსი შეერთებაშია მთვარის კარმულ კვანძთან – უნდა გააქტიურდეთ, რომ საქმემ, რომელსაც პარტნიორთან ერთად მართავთ, მოგიტანოთ შედეგი, ფული. ან შეიძლება ახლა უნდა დაიწყოთ რამის კეთება. ყოველ შემთხვევაში, თუ ცვლილება გსურთ, საქმებში, ფინანსებში ან პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, უნდა იმოქმედოთ.
☀ 14 მარტს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის ლილიტთან, შავ მთვარესთან – აკონტროლეთ ემოციები, გაფრთხილდით, რომ არავინ გამოგიყენო. ყველასთან ნუ ისაუბრებთ საკუთარ საქმეზე, ფინანსებზე. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას.
☀ 15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – უნდა გააკეთოთ ის,რასაც ამბობთ და თქვთ ის, რაც გააკეთეთ. მაგრამ, უმჯობესია, უკეთეს დროს დაელოდოთ. ახლა შეგიძლიათ ჩამოწერთ გეგმა, დაფიქრდეთ, რა უნდა გააკეთოთ.
☀ 16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – შეცდომების გამოსწორების დროა: საუბარში, ფინანსურ დოკუმენტებში. ამასთან, ეცადეთ, რომ ლილიტმა თავბრუ არ დაგახვიოთ და კიდევ უფრო მეტი შეცდომა არ დაუშვათ, ფრთხილად ციფრებთან, დეტალებთან, მგზავრობისას.
☀ 19 მარტს ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – ისევ პარტნიორული ფინანსებია აქტიური. შეადგინეთ ბიუჯეტი სახლშიც და სამსახურშიც. უნდა იცოდეთ რაში ხარჯავთ ფულს და რა შემოსავალს იღებთ. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, სარგებელი პარტნიორის ფინანსებით ან ფულადი დახმარება. ფულის დაბანდება კარგია ცოტა მოგვიანებით. არ დაუგვიანოთ ფულის გადახდა თქვენზე დაქვემდებარებულ ადამიანებს.
☀ 20 მარტს 18:46-ზე მზე – თქვენი მმართველი მნათობი გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი – მეტის მიღწევის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი გაგიჩნდებათ. მოგინდებათ ყველას დაუმტკიცოთ, რომ პროფესიონალი ხართ, უფრო მეტად დასაფასებელი.
☀ 21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – მიუბრუნდით გადადებულ, შეფერხებულ საქმეებს, პროექტებს. ამ დღემდე გამოასწორეთ შეცდომები, გადააკეთეთ და ახლა, 2-3 დღის შემდეგ გააგრძელეთ მათზე მუშაობა. ახლა მიიღებთ შედეგს, ფინანსებს.
☀ 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – ვიღაც უფრო წარმატებულია, სხვაგან უფრო მეტს მივაღწევდი, ასეთი ფიქრები შეიძლება გქონდეთ. ამიტომ, ან უნდა გახდეთ იმ სხვაზე უფრო უკეთესი, ან უნდა გაემგზავროთ უცხოეთში და იქ გაბრწყინდეთ.
☀ 25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაშია – უნდა დაისახოთ მიზანი, გახდეთ სერიოზული, პასუხისმგებლიანი და დაიწყოთ ამ მიზნის განხორციელება. დაისახეთ დედლაინი, მოსთხოვეთ საკუთარ თავს მკაცრად და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.
☀ 30 მარტს ვენერა კუროში გადავა 24 აპრილამდე – ჰარმონიულად და ლამაზად შეგეცვლებათ სტატუსი. შეიძლება თავისუფალი იყავით და ახლა დაწყვილდებით, შეყვარებულები დააკანონებთ კავშირს. ზოგიერთი შეიძენთ ნივთს, რაც სტატუსს აგიმაღლებთ. უფრო ვრცლად
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი