რა გავლენა აქვს ტელეფონის ნომერს ბიზნესის წარმატებასა და პირადი ცხოვრების კეთილდღეობაზე

ტელეფონის ნომრის ნუმეროლოგია — გავლენა ბიზნესსა და ბედზე | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ნუმეროლოგიის თანახმად, ციფრები მხოლოდ ჩვენს ხასიათზე კი არ მოქმედებენ, არამედ, იმ მოვლენებსაც განსაზღვრავენ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. შესაძლებელია, თქვენი ტელეფონის ნომერი იყოს იმის მიზეზი, რომ ბიზნესში წარმატებას ვერ მიაღწიეთ, ან პირადი ცხოვრება არ აგეწყოთ… გაიგეთ, რა შინაარსის მატარებელია თქვენი ტელეფონის ნომერი და თითოეული ციფრი.

იმისთვის, რომ საკუთარი ტელეფონის ნუმეროლოგიური ნომერი განსაზღვროთ, უნდა შეკრიბოთ მისი ყველა ციფრი და მიღებული შედეგის ციფრები დააჯამოთ. მაგ., 557 24 40 11 ნომრის (ნომერი მოგონილია) ნუმეროლოგიური ნომერი იქნება: 5+5+7+2+4+4+0+1+1=29; 2+9=11; 1+1=2
ამ მარტივ ციფრს (ამ შემთხვევაში – 2-ს), გარკვეული აზრი და დატვირთვა გააჩნია და ის, ნუმეროლოგიის მიხედვით, ჩვენს ბედ-იღბალზე მოქმედებს.

გაეცანით თითოეული ნომრის მნიშვნელობას:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

1 – საუკეთესო ნომერია ბიზნესმენების და კარიერისტებისთვის. თუმცა, არც ისე იღბლიანია მათთვის, ვინც თავის მეორე ნახევრის ძიებაშია.

- Advertisement -
Ad imageAd image

2 – ეს ნომერი რომანტიზმის მატარებელია და იდეალურად ერგება ადამიანებს, ვინც სიყვარულზე ოცნებობს და ასევე, კარგია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

3 – მწერლებისთვის და იმ ადამიანებისთვის არის, ვისი სამუშაოც ამბების შეთხზვას უკავშირდება. მაგრამ, თუ პიროვნება ამბიციურია და გარკვეული მიზანი აქვს, უმჯობესია, სხვა ნომერი აირჩიოს.

4 – სტაბილურობის და საიმედოობის ნომერია და ამიტომ, რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც საბანკო სექტორთან ან ისეთ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული, რომლის საფუძველი ნდობაზე და რეპუტაციაზე არის აგებული. ამ ნომრის არჩევა დიდი ოჯახის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.

5 – ამ ნომრის მფლობელები ნებისმიერ რამეს უნდა ელოდონ ცხოვრებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ის მარტოხელა, თავისუფლების და მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.

6 – საუკეთესო ნომერია დაოჯახებული ადამიანებისთვის. კარგია ის ბიზნესით დაკავებულებისთვისაც. ხოლო, მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, უკეთესია, თუ სხვა ნომერს აირჩევენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

7 – ძალიან ძლიერი და გარკვეულწილად, მაგიური ნომერია, რომელიც მოსწავლეებისთვის და მოაზროვნეებისთვის არის რეკომენდებული… სრულად

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). რა გავლენა აქვს ტელეფონის ნომერს ბიზნესის წარმატებასა და პირადი ცხოვრების კეთილდღეობაზე. 23 დეკემბერი, 2024. https://shenihoroskopi.ge/რა-გავლენა-აქვს-ტელეფონი/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. რა გავლენა აქვს ტელეფონის ნომერს ბიზნესის წარმატებასა და პირადი ცხოვრების კეთილდღეობაზე [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network