რა ფორმის თილისმა უნდა ატაროთ წარმატების მოსაზიდად

0
125

ყოველ ზოდიაქოს ნიშანს თავისი სტიქია აქვს, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ენერგიას მატებს. თუ ძალების ნაკლებობას განიცდით, საქმეებიც ცუდად მიგდით და ხელმოცარული ხართ, მაშინ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი თილისმა უნდა ატაროთ.

ვერძი

ვერძის თილისმა რკინაა. შეგიძლიათ, ოქროს ან სხვა რომელიმე ლითონის სამკაულიც ატაროთ. სასურველი ფიგურებია: ისარი, ურო ან დაშნა. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, ცუდ განწყობაზე ხართ და ფიქრობთ მომავალ გეგმებზე, დაწექით და შუბლზე ოქროს რაიმე ნივთი დაიდეთ. ეს ენერგიითაც აგავსებთ.

კურო

ამაყი და ვნებიანი კურო პერიოდულად სიმშვიდესა და დასვენებას საჭიროებს. კუროს თილისმაა ბუ. ბუ შეიძლება, დამზადებული იყოს ქვისგან ან ხისგან. ასევე, კუროების თილისმური ქვაა საფირონი და ფირუზი. ხშირად ატარეთ სამკაული, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი მაინც იქნება ჩასმული.

ტყუპები

ტყუპების თილისმაა ჯაჭვზე ჩამოკიდებული მომცრო ვერცხლის გასაღების კულონი. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნებისმიერ გამოწვევას და წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ასევე, კარგია სადაფის ან წითელი ფერის ხელის, ნიღბის ან ვარსკვლავის კულონის ტარება.

კირჩხიბი

ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები მთვარესავით იდუმალები არიან. ამიტომ, სწორედ, მთვარის გამოსახულება გახლავთ მათთვის საუკეთესო თილისმა. საუკეთესო ლითონი კი ვერცხლია. თილისმად ასევე, გამოდგება სპილო, ლოტოსი ან მარგალიტის მძივი.

ლომი

ლომებს მოცულობითი და მსხვილი სამკაული უხდებათ. უმჯობესია, გულთან ახლოს ატაროთ. ყველაზე იღბლიანი თილისმა არის ოქროს მონეტა ან მედალიონი. ასევე, კარგია არწივის სიმბოლოც.

ქალწული

ქალწულისთვის თილისმად კარგია ქვისგან გაკეთებული ფიგურა, რადგან ამ ნიშნის სტიქია არის მიწა. ეს შეიძლება, იყოს, ძვირფასი მინერალიც. ქალწულებს წარმატებას მოუტანს კულონში ჩასმული ძველი დამწერლობით შესრულებული ხელნაწერები.

სასწორი

სასწორებს წარმატებას მოუტანს ბეჭედი არათითზე, რომელიც გაწყობილი იქნება ოპალით, ონიქსით ან ნეფრიტით. სამკაული შეიძლება იყოს ოქროსიც და ვერცხლისაც. არანაკლები სიძლიერის თილისმაა გულის სიმბოლოც. საუკეთესო ვარიანტია გულის ფორმის ვერცხლის კულონი.

მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს აქვს უნარი, მაგიური ძალა შესძინოს ნებისმიერ ძვირფას ნივთს. მათთვის საუკეთესო თილისმა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია. ასევე, ვერცხლის კულონი ხოჭოს, გველის ან პირამიდის გამოსახულებით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის თილისმა გახლავთ ნალი. თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსნები მიწაზე მყარად უნდა იდგნენ. ნალი კი მათ წარმატებას მოუტანს. კიდევ ერთი თილისმა არის სალამანდრა. თილისმად, ასევე, გამოდგება წითელი და ლურჯი ფერის ქვები.

თხის რქა

თხის რქები თავიანთ ძალებს ბნელი სამყაროდან იღებენ, რადგან ძველად დემონის გამოსახულებას, სწორედ, თხის თავი ჰქონდა. მათთვის საუკეთესო თილისმა შეიძლება გახდეს ძველებური ნივთი, მაგალითად, მონეტა, მედალიონი, ქვის ქანდაკება ან ძველებური საათი.

მერწყული

მერწყულები უდიდესი ენერგიის მატარებლები არიან. მათი თილისმა არის ანგელოზი ან ჩიტი. საუკეთესო ქვები კი – საფირონი, ცირკონი, ამეთვისტო და აკვამარინი.

თევზები

თევზები მორცხვები და ჩაკეტილები არიან. მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. მათთვის იდეალური თილისმა ნიჟარაა. უმჯობესია, თუ მას სანაპიროზე შეიძენთ ან თავად იპოვით და სახლში დადებთ, შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით ან სამკაულის სახით.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ