რა ხდის ბედნიერს ზოდიაქოს ნიშნებს?

0
58
#post_seo_title

თხის რქა

თხის რქა ბედნიერია, როდესაც ახერხებს ყველაფერი დეტალურად დაგეგმოს. რა თქმა უნდა, მისი იდეალური გეგმები ყოველთვის არ სრულდება, რადგან რეალობას თავისი კორექტივები შეაქვს. თხის რქა ბედნიერებას პოულობს ცალკეული პუნქტების შესრულებისასაც. მთავარია, რომ არავინ ჩაერიოს. მას შეუძლია ისტერიკაში ჩავარდეს და ყველაფერი, რაც გააკეთა, ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს.

ვერძი

ვერძებს ფული უყვართ. ისინი დიდ სიამოვნებას ღებულობენ, როცა თვითონ შოულობენ მას. ფული იმდენი უნდა იყოს, რომ არ დაფიქრდნენ, რაში დახარჯავენ. მათ უსაქმურობა არ უყვართ. უყვართ მუშაობა, მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ ხელფასს კონვერტით კი არა, ჩემოდნით უნდა ღებულობდნენ.

კურო

კურო ბედნიერია, როცა სხვებზე ცოტათი უკეთესად ცხოვრობს. ფიგურა – უფრო მოხდენილი, თანამდებობა – უფრო მაღალი, ფოტოები უფრო მეტი, ვიდრე მის დაქალებს… კურო ბედნიერია, როცა წარმატებულია.

ტყუპები

ძნელი სათქმელია, რა აბედნიერებს ყველაზე მეტად ტყუპს. დღეს შეიძლება ერთმა რაღაცამ გააბედნიეროს, ხვალ სრულიად სხვამ. ისინი ბედნიერები არიან მაშინ, როდესაც ყველა აღიარებს მათ ნიჭს. ნიჭი კი მრავალმხრივი აქვთ…

ქალწული

ქალწულები ფიქრობენ, რომ ბედნიერება ურთიერთგაგებაშია. მაგრამ მათი არავის ესმის. ქალწულის შინაგანი სამყარო რთულადაა მოწყობილი. ის, რაც სხვებს ანადგურებს მორალურად, მათ უფრო მხიარულს ხდის.

სასწორი

სასწორი ბედნიერია, როცა მის გარშემო ყველაფერი ლამაზია და სწორია. გამომდინარე იქიდან, რომ რეალობაში ყველაფერი პირიქითაა, სასწორი ბავშვობიდან სწავლობს არჩევითი მხედველობის უნარ-ჩვევებს. ვერ დაინახა, ე.ი. არც ყოფილა. სრული ბედნიერებისთვის ეს ცოტაა, ამიტომ სასწორს უნდა, რომ ის უყვარდეთ და აღნიშნავდნენ, როგორი საყვარელია. მათ გაუმართლათ. ყველა ისედაც აკეთებს ამას.

მორიელი

მორიელისთვის ბედნიერება თავისებურია. ის ვერ იქნება ბედნიერი ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის. მათი ყველაზე დიდი კმაყოფილება სხვებთან პაექრობასა და გამარჯვებაშია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი გიჟდება თავგადასავლებზე. ისეთზე, რომ შემდეგ მთელი გაფორმებით და ემოციებით მოყვეს. სანამ სხვები ყოყმანობენ, გადადგან თუ არა ესა თ ის ნაბიჯი, მშვილდოსანი უკვე მიზანთანაა.