როგორ ამოვიყვანოთ ჯეჯილი 3 დღეში

0
100
#post_seo_title

ყველა ქრისტიანის ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან. სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია მწვანე, ხასხასა ჯეჯილი.

მათთვის ვინც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ჯეჯილის დათესვა, გთავაზობთ მეთოდს თუ როგორ ამოიყვანოთ 3 დღეში: დათესვამდე რამდენიმე საათით ადრე ხორბალს დავასხათ თბილი წყალი, რათა დავაჩქაროთ გაღვივების პროცესი.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაღვივებული ხორბალი გადავიტანოთ ბამბაზე, თანაბრად გავანაწილოთ ზედაპირზე და დავასხათ თბილი წყალი.

ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებულია ხორბალი, მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში, დავდოთ თბილ და განათებულ ადგილზე, დროდადრო დავასხათ წყალი, ისე რომ ბამბა გაიჟღინთოს. ჯეჯილი ძალიან მალე დაამშვენებს თქვენს სააღდგომო სუფრას!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რას ნიშნავს სიზმარში თეთრი კატის დასიზმრება