როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა მაგიური შესაძლებლობები

0
65
#post_seo_title

დღეს ბევრს აინტერესებს, გაარკვიოს, აქვს თუ არა მაგიური შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს სურს, იყოს სხვებისგან განსხვავებული, ჰქონდეს რაღაც უჩვეულო უნარები, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია.

პასუხი კითხვაზე: „როგორ გავიგო, მაქვს თუ არა მაგიური შესაძლებლობები?“ ბავშვობის ან მოზარდობის ასაკიდანაა ცნობილი. საუბარია მათზე, ვინც აშკარად გრძნობს მაგიური ძალის არსებობას და იყენებს კიდეც მას. მათ კი, ვინც არ იცის, როგორ გაარკვიოს თავისი ჯადოსნური შესაძლებლობების შესახებ, რამდენიმე რჩევას მივცემთ და რაღაც ხრიკებსაც ვასწავლით საამისოდ.

მაგიური შესაძლებლობების ტესტირება მარტივია. უბრალოდ, შეხედეთ გვერდიდან საკუთარ თავს და ყურადღებით დააკვირდით – რაიმე უჩვეულო მოვლენას ხომ არ ამჩნევთ?.. თქვენთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისება შეადარეთ თქვენსავე ცხოვრებასა და მახასიათებლებს. ამისთვის კი გთავაზობთ შემდეგი ნიშნების ჩამონათვალს, რაც პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრავს თქვენს მაგიურ შესაძლებლობებს. მაგრამ, სანამ ამას შეამოწმებდეთ, ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული მოცემულობა და უპასუხეთ მხოლოდ სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი მცდარი იქნება. მაშ ასე: თქვენ ხედავთ სხვა ადამიანების ენერგიას და მათ შორის, დაზიანებულსაც; რთული სიტუაციებიდან დიდი დანაკარგების გარეშე გამოდიხართ, ყოველთვის გიმართლებთ და იღბალი თან გდევთ – ეს ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტინქტია: საფრთხეს გრძნობთ, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, მისი თავიდან აცილება; სხვა ადამიანებზე გონებრივ ზემოქმედებას ახდენთ და ეს ეხება ზოგიერთ მანიპულაციას (ადამიანმა გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ), ან შეგიძლიათ ნეგატივის გაგზავნა იმ მიზნით, რომ ობიექტს რაღაც ცუდი დაემართოს; გაქვთ მომავლის განჭვრეტის უნარი, რაც უფრო ხშირად ნეგატიურ მოვლენებს ეხება: დაავადებებს, სიკვდილს, კატასტროფებს და შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ ის; ახლობლები, ვისთანაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ, აღნიშნავენ, რომ თავს რაღაც უჩვეულოდ გრძნობენ – უჭირთ ან პირიქით, უადვილდებათ თქვენს გარემოში ყოფნა – ეს კი, რა თქმა უნდა, უკავშირდება თქვენს ქვეცნობიერ დამოკიდებულებას მათ მიმართ; შეგიძლიათ ამოიცნოთ დაავადებები, ზემოქმედება მოახდინოთ შელოცვებით, ჯადოსა თუ გათვალვის საშუალებით და ეს ზოგჯერ, თქვენი მონაწილეობის გარეშეც კი: მაგალითად, ვიღაც ცუდად მოგექცათ, გაბრაზდით მასზე და ეს რისხვა შეიძლება ჯადოდ რეალიზდეს, თუმცა იგივე შეიძლება მოხდეს განზრახადაც;

READ  ამ კვირაში პარტნიორული ურთიერთობების ენერგეტიკა ძლიერდება

თუ გაინტერესებთ მაგია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: წაიკითხეთ წიგნები მის შესახებ, უყურეთ ფილმებს; შეგიძლიათ მკითხაობა (ბანქოს საშუალებით, ყავის ნალექზე…) და უფრო მეტიც, თქვენი სიტყვები ნამდვილად ასახავს ობიექტის წარსულს ან აწმყოს, რაც არ შეიძლებოდა, წინასწარ გცოდნოდათ; თქვენ, შეიძლება ითქვას, ადამიანებს განჭვრეტთ: ხვდებით მათ განზრახვებს, განცდებს, აზრებს, გრძნობებს, რაც ხშირად ცუდად აისახება მათთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კი, პირად ცხოვრებაში – ნებისმიერი ადამიანი გადაშლილი წიგნივითაა, რის გამოც ის უბრალოდ, უინტერესო ხდება თქვენთვის;

შორსაა თქვენგან ამქვეყნიური დავიდარაბა, ყოველდღიური პრობლემები – რადგან უმთავრესი თვითგანვითარება, სულიერი სრულყოფაა, შესაბამისად, ბევრს კითხულობთ და ფიქრობთ;

თქვენი საუკეთესო თანამგზავრი მარტოობაა, რაც საშუალებას გაძლევთ, დააგროვოთ შინაგანი ენერგია და პოტენციალი;

თქვენ შეგიძლიათ ყველა სახის თანამედროვე მაგიური ნივთის გამოყენება, მაგალითად, სხვადასხვა გამოსახულების დანახვა ბროლის ბურთის მეშვეობით… ნახეთ სრულად

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze