როგორ ირჩევს სული მომავალ მშობლებს: ბავშვი აუცილებლად გეყოლებათ, თუ…

როგორ ირჩევს სული მომავალ მშობლებს — ეზოთერული ხედვა | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით
როგორც ამბობენ, ბავშვის სულისთვის მნიშვნელოვანია მომავალი მამის მორფოლოგიური თვისებები: გარეგნობა, გენეტიკური კოდი და გვარ-ჯიში. ამასთან, ბავშვმა ზუსტად იცის დაბადების დღე, საათი და წამიც კი.
იმასაც ამბობენ, რომ დაბადების თარიღში დაშიფრულია ინფორმაცია არა მარტო მისი წინა განსხეულებების შესახებ, არამედ ახალი ცხოვრების პროგრამაც: ნიჭი, უნარები, კარიერა, პირადი ცხოვრება, მიწიერი მისია. მოკლედ, ყველაფერი, რაც სულის ევოლუციისთვის არის აუცილებელი.
კარმის კანონების მიმდევრები ირწმუნებიან, რომ თუ ქალს ბავშვი არ ეძლევა, ე.ი. მას ან ჯერ არ დაუსრულებია კარმაზე მუშაობა, ან „ის“ მამაკაცი არ ჰყავს შერჩეული.
ეს კარგად ჩანს იმგვარ შემთხვევებში, როდესაც დიდხანს ერთად მცხოვრებ წყვილს შვილი არ უჩნდება, მაგრამ საკმარისია ერთმანეთს დაშორდნენ, რომ ერთსაც და მეორესაც სხვა მეუღლეებთან შვილი შეეძინოთ.
რეინკარნაციის პრინციპების თანახმად, სული განმეორებით იმისთვის იბადება, რომ უფრო სრულყოფილი გახდეს და კიდევ მეტი გამოცდილება შეიძინოს.

ამასთან, წინა ცხოვრება სულს დაბადებისთანავე ავიწყდება და ყველაფერს თავიდან იწყებს. ანუ ყოველი დაბადებისას სული უცოდველია, მაგრამ წინა ცხოვრების გამოცდილებით „დატვირთული“. ეს ყველაფერი კი, თურმე, იმიტომ, რომ ახალ ცხოვრებაში თავისუფალი არჩევანი მიეცეს.

ამბობენ, რომ სული აუცილებლად დაიბადება ოჯახში, რომელშიც მეუღლეები არა მხოლოდ სთხოვენ ბავშვს დაბადებას, არამედ აღუთქვამენ მას უკიდეგანო სიყვარულს და ჰპირდებიან, რომ მიიღებენ ისეთს, როგორიც იქნება. ამასთან, ყველგან და ყველაფერში სიკეთეს თესენ. და ეს მაშინაც კი, როცა ქალს ან მამაკაცს ათასგზის აქვს გამოტანილი სასტიკი სამედიცინო განაჩენი – უნაყოფობა!
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). როგორ ირჩევს სული მომავალ მშობლებს: ბავშვი აუცილებლად გეყოლებათ, თუ…. 27 თებერვალი, 2024. https://shenihoroskopi.ge/როგორ-ირჩევს-სული-მომავა/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. როგორ ირჩევს სული მომავალ მშობლებს: ბავშვი აუცილებლად გეყოლებათ, თუ… [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network