ასტროლოგია

რომელი ფერები მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

SheniHoroskopi.ge
ავტორიSheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
6 წუთიანი წაკითხვა

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ფერები აქვს, რომლებიც მის ენერგიას შეესაბამება, რაც საშუალებას აძლევს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, არა მარტო ირგვლივ მყოფებს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნონ საკუთარი თავი.

ასტროლოგები ხშირად საუბრობენ ამ ფერებზე. ვნახოთ, მათი აზრით, რომელი ფერებია თქვენთვის შესაფერისი და წარმატების მომტანი.

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვერძი

ცეცხლის ნიშანი ყველა გაგებით, სწორედ აქ არის ენერგია და იმპულსურობა! მათ ძალიან უხდებათ ნათელი ფერები, განსაკუთრებით წითელი. მნიშვნელოვანია ასევე,  შავი და ხაკისფერი.

წითელი ვერძში იზიდავს იღბალს და კეთილდღეობას, ისინი მისგან არიან დამუხტულები, ლიდერები ხდებიან. თუ გრძნობთ, რომ დაიღალეთ წითელი ფერის მძლავრი ენერგიით და ის ზედმეტად აგრესიულს გხდით, მაშინ უმჯობესია შავი ფერი აირჩიოთ, რადგან ვერძი შავს აღიქვამს, როგორც  გარე სამყაროსგან დაცვას.

თუ ვერძი ხაკისფრით გამოვიდა გარეთ, მაშინ იცოდეთ, რომ „ბრძოლისთვის“ ემზადება.

 

კურო

კურო კომფორტს აფასებს და ცხოვრებით ტკბობა უყვარს, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, პასტელის და ბეჟი ფერები, ასევე, წითლის, ყვითლის და ყავისფრის მშვიდი ელფერები აირჩიონ, რომლებსაც ტანსაცმელში, აქსესუარებსა და სახლის დეკორაციაში გამოიყენებენ. მათი ენერგია მიწაზე დაშვებისა და ცხოვრების ტკბობისკენ მიმართავს კუროებს.

გარდა ამისა, ყვითელი ფერი სასიკეთოდ მოქმედებს ზოდიაქოს ამ ნიშანზე, მშვიდი შინაგანი სინათლით მუხტავს მას და საშუალებას არ აძლევს, სიზარმაცეს ბოლომდე დაემორჩილოს.

ყავისფერი კუროში ბაღის მოვლისა და ლამაზი ყვავილების გაშენების სურვილს, აგრეთვე, ტყეში გასეირნების, ბუნებაში ყოფნის მოთხოვნას აღვიძებს.

 

ტყუპი

ტყუპებისთვის შესაფერისია ნათელი, სუფთა ფერები დამატებითი ტონების გარეშე: ყვითელი, მწვანე და თეთრი. მათთვის მთავარია კომუნიკაცია, დიალოგი საზოგადოებასთან, ირგვლივ მყოფ ადამიანებთან და ძალზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადაცემა „შეფერხებების“ გარეშე, შესაბამისად, ფერის სისუფთავე დიდ როლს თამაშობს. თავიანთი „ძლიერების ფერების“ გამოყენებით ისინი თითქოს ეუბნებიან მსოფლიოს: „ნახეთ, რა ინტელექტი გვაქვს, შეგიძლიათ გვენდოთ“.

READ  მომავლის პროგნოზირება სიზმარში ნანახი რიცხვებით

მწვანე ფერი ძალიან  ეხმარება ტყუპებს კონცენტრირებაში, რადგან მათ ყოველთვის აქვთ ბევრი გადაუდებელი და თან ერთდროულად მოსაგვარებელი  საქმე.

 

კირჩხიბი

კირჩხიბები მთვარის ენერგიას ატარებენ, ისინი მგრძნობიარენი არიან და იციან როგორ განაწყონ ადამიანები დადებითად საკუთარი თავის მიმართ, ამიტომ მათი ფერებია: ნაცრისფერი/ვერცხლისფერი, ცისფერი და ლაჟვარდისფერი.

ნაცრისფერი და ვერცხლისფერი კირჩხიბებში ინტუიციის განვითარებას უწყობს ხელს. ეს ფერები კირჩხიბებს ემოციურ სტაბილურობასაც ანიჭებს, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ლურჯის  ელფერები კირჩხიბებს საშუალებას არ აძლევს, თავიანთ „ნაჭუჭში“ჩაიკეტონ. პირიქით, ცისფერი, ლურჯი და მათი ელფერები კირჩხიბებს უფრო ლაღებს და მზრუნველებს ხდის.

 

ლომი

ლომის ნიშნის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მზის ფერებს: ოქროსფერს, ყვითელსა და ნარინჯისფერს, რომლებიც მათ ენერგიას, სიცოცხლის ხალისს და სიხარულს ანიჭებენ.

ოქროსფერი ლომების ფავორიტი ფერია. ის ხაზს უსვამს მათ ექსკლუზიურობას და გულუხვობას. ოქროსფერი ნამდვილად მეფეთა და დედოფალთა ფერია.

ყვითელი, როგორც ოქროს ალტერნატივა, გამოყენებული იქნება სხვების ყურადღების მისაპყრობად, რადგან ლომებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი უყვარდეთ და ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის მათი უპირატესობა და გამორჩეულობა აღიარონ.

ნარინჯისფერი ლომს დეპრესიისა და მერყეობისგან დაიცავს.

 

ქალწული

მწვანე და ყვითელი ფერების ყველა ელფერი ქალწულების ინტელექტს ასახავს, მათ სწრაფვას წესრიგისა და სიცხადისაკენ.

ქალწულები აღიქმებიან, როგორც წარმოუდგენლად დიდი  პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას დროულად ასრულებენ, ამიტომ მოლოდინების გასამართლებლად  ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ირჩევენ მუქ ყავისფერ ან ცისფერ ფერებს, მაგრამ ქალწულები შინაგანად, ბუნებით უფრო დახვეწილნი არიან და იმისათვის, რომ გარეგნული იერსახე არ დაამძიმონ და ქმედითი ენერგია არ დაკარგონ,  ჯობია, ღია ელფერებს მიანიჭონ უპირატესობა.

ცოცხალი მწვანე ქალწულს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მიმართავს, ყველაფერი „ეკოლოგიურის“ ასარჩევად როგორც სტილის მხრივ, ისე ცხოვრებაში.

ყვითელი და პირისფერი ფერები კი ქალწულის ქალურობას, რომანტიკულობას და სიმსუბუქეს გაუსვამს ხაზს.

 

სასწორი

თეთრი, ვარდისფერი და ლურჯი ის ფერებია, რომლებიც სასწორებს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება და ხაზს უსვამს მათი ბუნების დახვეწილობას. ელეგანტური ტონები სასწორის პარტნიორობისთვის მზადყოფნას გამოხატავს და მათ გადაწყვეტილების მიღებისას თავდაჯერებულობას მატებს.

READ  8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ლურჯი სასწორის ძალას და შინაგან წონასწორობას აღადგენს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ლურჯის ტონებს  ყურადღება უნდა მიაქციონ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ეპარებათ ეჭვი თავიანთი გადაწყვეტილებების სისწორეში.

თეთრი და ვარდისფერი უფრო  ქალების ფერებია მათი ქალური ენერგიისა და მიმზიდველობის გამოსავლენად.

 

მორიელი

ბორდო, წითელი და შავი/ნაცრისფერი მორიელის საიდუმლო ძალას და ინტრიგებისკენ მის მისწრაფებას გამოხატავს.

ბორდოსფერი  და წითელი მორიელისთვის აღორძინების, ტრანსფორმაციის, ფარული მოტივების ენერგიაა. მას უყვარს ამ ენერგიებში ყოფნა.

შავი და ნაცრისფერი მორიელში ინტუიციას აღვიძებს და მას არ ეშინია, საკუთარ ინტუიციას მიჰყვეს. შავი მისთვის რაიმე უარყოფითს, საშიშს არ გულისხმობს, პირიქით, მორიელი ამ ფერში განახლებას და  ახალ დონეზე გასვლას ხედავს.

 

მშვილდოსანი

იასამნისფერი, იისფერი, მეწამული – „მასწავლებლის, მოძღვრის“ ფერებია. ეს ფერები გამოცდილებას, სიბრძნეს და სულიერებას განასახიერებენ. მათი ნათელი, მდიდარი ტონები მშვილდოსანში სულიერი ცხოვრებისადმი ინტერესს აღვიძებს, ასევე,  სწრაფვას სხვა ქვეყნებისა და კულტურების შესასწავლად.

იისფერი ხელს უწყობს მშვილდოსანთა ინტელექტუალური ინტერესების გაფართოებას და ხშირად უბიძგებს მათ ადგილის (თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით) შეცვლასა და სხვაგან გადასვლისკენ.

 

თხის რქა

თხის რქის კონსერვატიზმს და პრესტიჟულობას რუხის, შავის და ლურჯის კეთილშობილი და ღრმა ტონები შეესაბამება.

თუ თქვენ თხის რქის ნიშნის წარმომადგენელი ხართ და თქვენი ოცნებაა კარიერული წინსვლა, მაშინ მაშინ ეს ფერები აირჩიეთ.

ნაცრისფერი და შავი თხის რქებს თვითდისციპლინის განმტკიცებაში ეხმარება, რის გარეშეც მათთვის რაიმეს მიღწევა რთულია.

 

მერწყული

მერწყულები თავიანთ იდეოლოგიას მასებს აცნობენ. მათ ცხოვრებაში თამამად შეუძლიათ გამოიყენონ კაშკაშა, მყვირალა ნეონის ელფერები, ისევე როგორც ფირუზისფერი, ცისფერი და იისფერი.

იმისათვის, რომ ნეონის ელფერებმა მერწყულები მთლად ახირებულობამდე არაორდინალურობაში არ გადაისროლოს, ჯობია, რომ ცისფერსა და იისფერზე „გადაერთონ“ და ამ ფერებს მიანიჭონ უპირატესობა.

მერწყულების მთავარი მახასიათებელი ცოდნისკენ მისწრაფებაა და სწორედ ეს ტონები ეხმარება მათ აზროვნებაში.

ნეონის ელფერები კარგია შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის. ცისფერი კი მერწყულებს დაეხმარება  შეინარჩუნონ ნათელი გონება და სწორი, მშვიდი განწყობილება.

READ  ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები

 

თევზები

ცისფერი, თეთრი და იისფრის ელფერი თევზებს შემოქმედებითობისა და ისეთი სამყაროების შექმნისკენ უბიძგებენ, რომლებიც კაცობრიობას აქამდე არასდროს უნახავს. ცისფერი და იისფერი მათ ცუდი განწყობისა და მელანქოლიაში ჩაძირვისგან დაიცავს.

თეთრ ფერს თევზებისთვის განახლების, სიწმინდის ენერგია მოაქვს, რაც მათ შიშებისა და შფოთვისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ.

სტატიის ციტირება
SheniHoroskopi.ge. რომელი ფერები მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90/
shenihoroskopi.ge
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniHoroskopi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.