როგორც ტაროლოგები ამბობენ, თუკი გსურთ, ცხოვრების თანამგზავრს შეხვდეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანია, დრო სახლში, მშვიდად გაატაროთ და თქვენს გვერდით იდეალური მამაკაცი წარმოიდგინოთ. ეს კონკრეტული ადამიანი არ უნდა იყოს, არც მხატვარი და არც ვინმე, ვისაც იცნობთ, არამედ ექსკლუზიურად შექმნილი ყველა იმ თვისებისგან, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
გაიაზრეთ, როგორი მამაკაცი გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს. ფურცელზე ყველა პარამეტრი ჩამოწერეთ – ასაკი, სახის ნაკვთები, ფიგურა, ხასიათი, ბიოგრაფია. არ არის საჭირო სახელის დარქმევა. ზოგადი პარამეტრების მიხედვით იფიქრეთ.
არსებობს მეორე ვარიანტი მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაშია, მაგრამ კომუნიკაციის გაუმჯობესება სურთ.
“ამ დღეს სიტყვებს განსაკუთრებული ენერგია აქვს. ამიტომ, საყვარელ ადამიანებს კიდევ ერთხელ გამოუტყდით სიყვარულში. უთხარით, რომ თქვენთვის ბევრს ნიშნავს, რომ ბედნიერი ხართ მასთან ერთად. თქვენი ურთიერთობა ბევრად უფრო მყარი და ბედნიერი გახდება.” – ამბობს ტაროლოგი.
კიდევ ერთი რიტუალი ხელს შეუწყობს იმ ადამიანების გაერთიანებას, რომელთა ურთიერთობაშიც სიცივე გაჩნდა. ტაროლოგების თქმით, საკვები ენერგიას შესანიშნავად გადასცემენ. ამიტომაც, ამ დღეს საყვარელი ადამიანისათვის რაიმე კერძი მოამზადეთ და მზადების პროცესში თქვით, რომ ის გიყვართ და ყველა კონფლიქტი და ჩხუბი წარსულში დარჩა. სასიყვარულო აფირმაციებს განსაკუთრებული ძალა აქვთ. აწმყო დროში უნდა თქვათ ის, რაც სამომავლოდ გინდათ, რომ გამოსწორდეს. მაგალითად, “ჩემს მეუღლესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს”, “ჩვენი ურთიერთობა კონფლიქტებისგან შორსაა” და ასე შემდეგ.