ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა

მეუღლეთა დაბადების წელი და ბედნიერი ქორწინება | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
3 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ადამიანებს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის და მიგვითითებს, რომ არ შეიძლება, ადამიანს მოსთხოვო ის, რაც მას არ გააჩნია ან არ ესმის. თუმცა აუცილებლად უნდა შეაფასოს და ყოველთვის გაითვალისწინოს ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვისა და წლის მიხედვით.

ქორწინების ხასიათი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კერძოდ, დაბადების მომენტზე, წელზე, საათზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე და ასე შემდეგ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელია, მაინც მეუღლეთა დაბადების წელია. ამის მიხედვით, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან როგორც ძლიერი პიროვნებები, ქალები კი – კეთილშობილები. ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებული მამაკაცები, უცნაურები არიან, ხოლო ქალები – დამოუკიდებლები. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული მამაკაცები სიმშვიდით გამოირჩევიან, ხოლო ქალები – პრაგმატულობით. ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები ენერგიულები არიან, ქალები კი – მეომრული სულისკვეთებით ხასიათდებიან.

ყოველივე ამის მიხედვით კი, არსებობს რამდენიმე ჯგუფი:

1. სიყვარულის მაძიებლები და შემოქმედნი, ანუ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, გველეშაპის და მაიმუნის წლებში, ისინი ძალიან მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. ხშირად სიყვარულში პრაქტიკულ და სასარგებლო რჩევებს იძლევიან. ამ დროს კი თავად სულაც არ ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან ლოგიკით. არასდროს აქცევენ ყურადღებას რჩეულის ეროვნებას, წლოვანებას და გარეგნობას. არასდროს ზღუდავენ საყვარელ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ. ამ წლებში დაბადებულ ადამიანებს ცოტა უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება, მაგრამ ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ბუნებით მშვიდები არიან და საკუთარ ნება-სურვილს ნელ-ნელა ახორციელებენ. თუმცა, ხშირად ისინი, საზოგადოების თვალში უნებისყოფო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

2. მბრძანებელთა ჯგუფში ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში არიან დაბადებულები. ისინი უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ უზომოდ აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ოჯახურ ცხოვრებაზე და რჩეულთან ურთიერთობაზე. მათ შეუძლიათ, იყვნენ რომანტიკულები, მუდმივად ამოუცნობები და იმავდროულად, ოპტიმისტები. ცდილობენ, თავის სასიკეთოდ „გადააკეთონ” საყვარელი ადამიანები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ წლებში დაბადებული ადამიანების სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებებით არის სავსე… სრულად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა. 14 ოქტომბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/ცოლქმრულ-ურთიერთობებში-2/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-2/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network