შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized„ბიუჯეტი 60 მილიონი ლარი იქნება. პროგრამით 400 000 მოქალაქე ისარგებლებს“

„ბიუჯეტი 60 მილიონი ლარი იქნება. პროგრამით 400 000 მოქალაქე ისარგებლებს“

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გადაცემაში „ქრონიკა“
„5000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა, რაც საერთო ჯამში ყველა იმ ძირითად მედიკამენტს მოიცავს, რომელიც ბაზარზე ბრუნავს, როგორც ქრონიკულ ასევე სხვა მედიკამენტებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა ღონისძიებებით საბოლოო ჯამში ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი, მოქალაქეებისთვის გაიზრდება ხელმისაწვდომობა და შემცირდება ჯიბიდან გადახდები.
„მედიკამენტებთან დაკავშირებულ რეფორმას მოსალოდნელი რისკები ახლავს, რაც დამოკიდებულია ქვეყნებზე და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეობრივ პოზიციაზე. რეფერენტული ფასების გავრცელების პირველ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელოვნური დეფიციტის შექმნას და მედიკამენტებზე ფასის გაზრდის ფაქტებს;
კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მოკვლევა, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება;
მომავალი წლიდან ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, პროგრამით 400 000 მოქალაქე ისარგებლებს, რომლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  პროგრამით სარგებლება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს და სხვა დასაქმებულ პირებს შეეძლებათ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები