#post_seo_title

ბოროტების განდევნის რიტუალი ეზოტერიკოსისგან

ბოროტების განდევნის რიტუალი წითელი ძაფით — ეზოტერიკოსი | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

„წითელი ძაფი – დაცვისა და განდევნის უძველესი საიდუმლო
ყველა ბოროტებას სიტყვით ვერ განდევნი. არის ენერგიები, რომლებიც კვანძით უნდა შებოჭო და იქ დააბრუნო, საიდანაც მოვიდა.
ძველად ამბობდნენ: რაც დანით ვერ მოიჭრება, ის ძაფით უნდა შეიკრას ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. წითელი ძაფი უბრალო სამკაული არ არის – ეს „დაცვის ძარღვია“, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს გზას უღობავს.
როდის შევასრულოთ?
პრაქტიკისთვის საუკეთესოა სამშაბათი ან შაბათი. აუცილებელია სიჩუმე, მარტოობა და მტკიცე განზრახვა.
რიტუალის მსვლელობა:
აიღეთ წითელი, შალის ძაფი. დაიჭირეთ ხელებს შორის, დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ გადადის ძაფში ყველაფერი მძიმე, წებოვანი და უცხო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.
ჩურჩულით თქვით:
„ყველა ბოროტებას ვბოჭავ, ყველა მავნებელს ძაფში ვამწყვდევ. სხვისი – ჩემი არ არის. მე მისი გავლენის ქვეშ არ ვიქნები!“
დაიწყეთ კვანძების შეკვრა. თითოეული კვანძი ბეჭედია:
I კვანძი: „ბოროტებას ვკრავ.“
II კვანძი: „ბოროტებას ვაჩერებ.“
III კვანძი: „უკან ვაბრუნებ – იქ, საიდანაც მოვიდა.“
ძაფი მარცხენა მაჯაზე შეიბით. კარგია, თუ ბოლო კვანძს თქვენი საყვარელი, სანდო ადამიანი დაგიფიქსირებთ. დაბოლოს, წარმოთქვით:
„ამ კვანძით დაცული ვარ – არ გავტყდები. ამ ძაფით დაცული დავდივარ – ვერ მომწვდებიან. საიდანაც ბოროტი მოდიოდა, იმავე გზით წავიდა. კვანძით შეკრულია – სიტყვით დაბეჭდილია!“
მნიშვნელოვანია:
ატარეთ მანამ, სანამ თავისით არ მოგძვრება.
თუ ძაფი გაწყდა, ნუ შეგეშინდებათ – ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა თავის თავზე აიღო და თავისი საქმე შეასრულა.
გახსოვდეთ: რაც კვანძით არის შეკრული, მას ყოველი ძალა ვერ გახსნის.
დაწერე კომენტარებში „დაცული ვარ“, რომ გაააქტიურო შენი პირადი ფარი!”,- წერს იოსელიანი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2026). ბოროტების განდევნის რიტუალი ეზოტერიკოსისგან. 11 მაისი, 2026. https://shenihoroskopi.ge/ბოროტების-განდევნის-რიტუ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ბოროტების განდევნის რიტუალი ეზოტერიკოსისგან [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a3/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network